დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

18:19 06-19-2017
24

,,ჩვენ შეგვიძლია გრძელვადიან პერსპექტივაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. 

„ჩვენ დღეს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ განცხადებაზე, რომელიც საკონსტიტუციო მონარქიას შეეხება, პატრიარქს შევხვდით. ვისაუბრეთ ამ განცხადების შინაარსზე, მიზანზე, ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მმართველობის სისტემას თავისი უპირატესობები აქვს, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს თავისი სერიოზული უპირატესობა. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში, პოლიტიკურ სისტემაში. კონსტიტუციურ მონარქიას თავისი სერიოზული პლუსი აქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. 
 

ავტორი: სალომე ჩადუნელი