დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

პარლამენტში აფგან მუხთარლის საქმეზე მინისტრებს დაიბარებენ

16:32 06-19-2017
27

საქართველოს  პარლამენტში აფგან მუხთარლს საქმეზე შესაძლებელია მინისტრებს მოუსმინონ - ამის შესახებ ცნობილი ბიუროს სხდომაზე გახდა, სადაც ,,ევროპულმა საქართველომ"  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა დააყენა და ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირების პარლამენტში მისვლის საკითხი დასვა. 

ბიუროს სხდომაზე, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გაუწევს ორგანიზებას ამ პროცესს და მინისტრებს პარლამენტში დაიბარებს. 

,,ეს არ იქნება არც კონსპირაციული და არც სრულიად ღია შეხვედრა. აქ საქმე ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიბარებენ მინისტრებს პარლამენტში. 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი