დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ეკა ბესელია პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე: ეს იდეა ღირს იმად, რომ საზოგადოებაში იყოს მსჯელობა

16:20 06-19-2017
10

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს, რომ ის   პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პატრიარქს შეხვდა. 

ეკა ბესელიას თქმით, შეხვედრა ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საკონსტიტუციო მონარქიის საკითხს. 

,,ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან საქართველოს საპატრიარქოში და ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში უკვე იწყება. გვქონდა საუბარი იმ იდეაზე, რომელიც მისმა უწმინდესობამ წირვის დროს გაახმოვანა", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობის პოზიციით, საკონსტიტუციო მონარქიის თემა იმსახურებს მსჯელობას, თუმცა არა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში. 

,,ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს არის ძალიან საყურადღებო და საინტერესო იდეა, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები უჯვე დაწყებულია და ეს არ უკავშირდება ამ იდეის მიმდინარე კანონპროექტში ასახვას. ეს არის მომავლის საქმე. ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების ფართო კონსენსუსი სჭირდება. მისი უწმინდესობაც იზიარებს ამ პოზიციას . ეს არის ცალკე დამოუკიდებელი პროცესი. 

მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა არ უნდა გამოვრიცხოთ. თუ ვსაუბროთ რაიმე ცვლილებაზე კონსტიტუციური მოდელის მოწყობის, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ხალხი. საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებაში ამ თემაზე ღია დისკუსია შეიძლება დაიწყოს.  ეს არის პროცესი, რომელიც ახლა, კონსტიტუციის ცვლილებებს არ უკავშირდება. ეს იდეა ღირს იმად, რომ საზოგადოებაში იყოს მსჯელობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი: სალომე ჩადუნელი
loading...