დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

„ბახალას“ ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს

16:17 06-19-2017
32

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) ადვოკატის მტკიცებით, სახელმწიფო ბრალდება არ დაინტერესებულა, იყო თუ არა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგანაშვილის ანაბეჭდი ან დნმ-ი. ამის შესახებ ადვოკატმა ნინო გელაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

„მთავარი კითხვის ნიშანი არის ის რომ, საქმეში არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები და მათ მიერ ერთპიროვნულად შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. ძირითად კითხვებზე, რომელიც დაცვისთვის მნიშვნელოვანია არ ახსოვთ პასუხები, რით შეიძლება, აპელირება მოვახდინოთ გიორგის უდანაშაულობაზე. თუნდაც ის, რომ ის მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ მოათავსეს პოლიციის მანქანაში და პოლიციის მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. არ ახსოვთ პოლიციელებს, რომ მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა და შემდეგ, როცა შესცივდა, გრძელსახელოებიანი მაისური მოაცვეს, რომელშიც შემდგომ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს და მეც ვამბობ, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს, თუმცა საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, რამდენად შევძლებთ ამის დამტკიცებას, ეს მეორე საკითხია. ცალკე მხარეს დგას გიორგი და მეორე მხარეს დგას სახელმწიფო უწყება, რასაც პოლიცია ჰქვია. 

არ ჩაუტარებია სახელმწიფო ბრალდებას ექსპერტიზა იმის თაობაზე, იყო თუ არა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგანაშვილის დნმ-ი ან ანაბეჭდი. მხოლოდ მოწმე პოლიციელების საფუძველზე ამტკიცებენ რომ ნარკოტიკული საშუალება არის გიორგი გიორგანაშვილის“, - აცხადებს ადვოკატი.

loading...