დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

(Exclusive) ორსული ქალის გარდაცვალების ფაქტზე რუსთავის კლინიკის შესამოწმებლად სამედიცინო რეგულირების სააგენტო შევა

15:31 06-19-2017
806

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, რუსთავის კლინიკაში მშობიარობის დროს გარდაცვლილი ქალის საკითხის გარკვევაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ჩაერთვება და შეუმდგომლობის შემდეგ,  კლინიკას შეისწავლის. რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით,მშობიარობის დროს გადარჩენელი ჩვილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

"ბავშვის მდგომარეობა შვიდი შკალით შეფასდა, მაგრამ თავი დაიზღიეს და იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. ამჟამად, ჩვილის მდგომრეობა სტაბილურია და ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ველოდებით შუამდგომლობას, გაუშვენებენ სასამართლოში და სასამართლოს ბრძანების შემდეგ, კლინიკის შესამოწმებლად  რეგულირების სააგენტო შევა" - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" რეგულირების სააგენტოში განუცხადეს. 

შეგახსენებთ,  რომ რუსთავის კლინიკაში მშობიარობის დროს ქალი გარდაიცვალა და ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 116 მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობას გულისხმობს.
 

ავტორი: თეონა აბესაძე