გია ვოლსკი: საუბარი იყო, რაც არ ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება

15:26 06-19-2017
25

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო მონარქიის თემაზე უახლოეს მომავალში საუბარი მართებული არ არის. 

გია ვოლსკის თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც საზოგადოება ფართო ჩართულობით უნდა გადაწყვიტოს. 

,,ჩემი პირადი პოზიცია, თქვენი პოზიცია, თითოეულ ჩვენთაგანის პოზიცია არაფერს არ ნიშნავს. ძალიან საყურადღებო თემაა, კონკრეტული მაგალითები არსებობს ევროპაში, მაგრა რაც მთავარია, არც პლებისციტზე და არც რაიმე ფორმაზე დღესდღეობით და ახლა მითუმეტეს საუბარი კონსტიტუციურ პროექტზე შეტანაზე საუბარი არ არის.  ავტორიტეტულმა ადამიანმა, ეკლესიის წინამძღვარმა, შემოგვთავაზა. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ თემაზე საუბარი არ იქნება მართებული და როგორც თვითონვე აღნიშნავს მოვა ამის დროც. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ფართო ჩართულობით ეს საკითხი და არა ცალკეულმა ადამიანმა, რომელსაც თავისი პირადი პოზიცია გააჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

დეპუტატი ადასტურებს, რომ პატრიარქთან შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კონსულტაცია არ ყოფილა.

,,ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კონსულტაცია არ ყოფილა. შეხვედრა იყო ისეთი, რომელსაც ჰქვია შეხვედრა პატრიარქთან. საუბარი იყო აზრთა გამოსვლა, რაც არ ნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი