დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ირმა ინაშვილი: საკონსტიტუციო მონარქიაზე მსჯელობა ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი უნდა იყოს

14:48 06-19-2017
30

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საკონსტიტუცო მონარქია ფართო საზოგადოებრივი შეთანხმების საგანი უნდა იყოს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს პატრირქის ინიციაივის კომენტირებისას განუცხადა.

,,საქართველოში, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბარი დაწყებულია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. ჩვენ გვახსოვს, რომ მოქმედებდა არაერთი პარტია: მონარქისტები, ტრადიციონალისტები, რომლებიც მხარს უჭერდნენ აღდგენას და კონსტიტუციური მონარქიის მოდელს. მე არ ვაკნინებ ამ მოდელის მნიშვნელობას, მაგრამ ეს ფართო საზოგადოებრივი დისკურსიის და ფართო პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა იყოს, როცა სახელმწიფო ირჩევს ამა თუ იმ მოდელს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კონსტიტუციურ მონარქიაზე საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი",- განაცხადა უწმინდესმა.