ქუთაისში, საინკასაციო მანქანა გაიტაცეს - ვიდეო

14:34 06-19-2017
98

"ახალი ამბების" ინფორმაციით, ქუთაისში ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ყაჩაღობა მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელი პირები, თავს საინკასაციო მანქანას დაესხნენ. ინკასაციის სამი ადამიანი ატარებდა. ჩასარიცხი აპარატიდან ფულის ამოღების შემდეგ, ისინი მანქნანში ჩასხდენენ, შემდეგ კი ნიღბიანებმა მანქანიდან გადმოსვეს და მანქანა გაიტაცეს. საქმე აღძრულია ,,სისხლის სამართლის კოდექსის’’ 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.