დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება-კონცერტი კახეთში

14:28 06-19-2017
94

15 ივნისს ყვარელში კახეთის მხარის წარჩინებული მოსწავლეებისა და პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტარდება. ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდა. გუბერნატორმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა. კახეთის მასშტაბით სულ 300 მედალოსანი დაჯილდოვდა. დაჯილდოების შემდეგ, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა, რომელსაც ნანა ცინცაძე და თამუნა გომართელი უძღვებოდნენ.

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი