დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"კონსტიტუციური მონარქია ქვეყანას ბევრ დადებით შედეგს მოუტანს" - ირაკლი ბაგრატიონი პატრიარქის ინიციატივაზე

14:25 06-19-2017
616

კონსტიტუციურ მონარქია ქვეყანას ბევრ დადებით შედეგს მოუტანს - ამის შესახებ  „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ქართული სამეფო გვარის შთამომავალმა, ირაკლი ბაგრატიონმა მონარქიის აღდგენის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"პატრიარქის განცხადებას კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ სრულიად ვეთანხმები; თუმცა უწმინდესმა ისიც აღნიშნა, რომ ეს დროის საკითხია და დამოკიდებულია ღვთის და ხალხის ნებაზე. ჩემი აზრით, კონსტიტუციური მონარქია ქვეყანას ბევრ დადებით შედეგს მოუტანს. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საუბარი მაქვს კონსტიტუციური მონარქიის იმ ფორმაზე, რომელიც სამეფო ოჯახის ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ გულისხმობს. რაც შეეხება მონარქის კანდიდატურას, ვფიქრობ ამ საკითხის გადასაწყვეტად ისტორიული ფაქტების შესწავლაა საჭირო.  ჩემი მოსაზრებით, მონარქის კანდიდატურა ეკლესიის და ისეთი მაღალი რანგის ისტორიკოსების ერთობილვი მუშაობის შედეგად უნდა დადგინდეს, როგორიც მაგალითად ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძეა",  - აცხადებს ირაკლი ბაგრატიონი. 


შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კონსტიტუციურ მონარქიაზე საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი",- განაცხადა უწმინდესმა.

ავტორი: თეონა აბესაძე