„უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი“ - ნუგზარ ბაგრატიონი (Exclusive)

13:54 06-19-2017
191

საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მონარქიის აღდგენის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა.ნუგზარ ბაგრატიონის თქმით, ამ საკითხის გადაჭრა ასე მარტივას ვერ მოხდება და საჭიროა მთელი საზოგადოების ჩართულობა.
 

„ეს არ არის ჩემი ოჯახის გადასაწყვეტი საკითხი. მის უწმინდესობას არ უთქვამს, რომ დღეს, ან ხვალ უნდა აღდგეს მონარქიაო. ამას სჭირდება დრო. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერმა და ბერმა. უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს ამ საკითხს“, - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნუგზარ ბაგრატიონი.