ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ნანუკა

faceამბები 1713616869

“მინდა მივმართო ქალებს, ვინც შედარებით გვიან დაოჯახდა, 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი“ - ნანუკა გულუა

ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახა კაშიას ქალიშვილი ნინა და ვაჟი – იკუნა ჰყავთ. ნანუკა და კახა თავადაც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაში და ოჯახის წევრებიც მუდმივად ხელს უწყობენ დამხმარე ქალთან ერთად, რომლის მიმართ ნანუკა უდიდეს მადლიერებას გამოხატავს. ორი შვილის და ოჯახის პარალელურად, ის ახერხებს, თავისი საქმითაც იყოს დაკავებული და წარმატებული კარიერა შექმნას. ნანუკა მიიჩნევს, რომ მაგალითია იმ ქალებისთვის, რომლებიც შედარებით გვიან ასაკში დაოჯახდნენ – „მეორე შვილი 40 წლისამ გავაჩინე და მინდა ვუთხრა ყველა ქალს, რომ სისულელეა ის ზეწოლა, რაც გარემოსგან აქვთ, როცა ეუბნებიან – ვაიმე, ოღონდ გათხოვდი და შვილი გააჩინე და მერე თუ გინდა გაშორდიო…“ნანუკა, მიიღეთ ჩვენგან ცოტა დაგვიანებით მილოცვა მეორე შვილის შეძენასთან დაკავშირებით. გვითხარით, რა განსხვავება იგრძენით, როცა მეორე შვილის დედა გახდით?უფრო მშვიდად ვარ და უფრო გამოცდილი ვარ, ვიცი, რის შემდეგ რა მოდის. პირველ შვილზე ისტერიკა მემართებოდა, როდესაც ტიროდა, იკუნაზე უკვე ვიცი, რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს და მეც არ ვტირი მასთან ერთად. რაღაც რომ აწუხებს, შემიძლია, დავამშვიდო და აქეთ არ გავხდე დასაწყნარებელი…თქვენი მეუღლე როგორ არის ჩართული ბავშვების მოვლაში?როგორც მე შემიძლია გამოვუცვალო პამპერსი, დავიცვა ჰიგიენური ნორმები ბავშვთან დაკავშირებით, გავასეირნო, გავართო, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს კახამაც. ყველაფერშია ჩართული. ბავშვები გიჟდებიან მასზე. ჩვენი შვილები ორივე მშობელზე არიან დამოკიდებულები. ჩვენთან არ არის ის შემთხვევა, როცა დედა ყველაფერს აკეთებს და მამა წამოწოლილია. თუ კახა მთელი დღე სამსახურშია და დაღლილი მოდის, მაინც თავად უნდა, რომ ღამე ჩაერთოს ამ რუტინაში. თავად აქვს სურვილი, შვილებთან კონტაქტი ჰქონდეს… ჩემთვის ეს ახალი არ არის, რადგან მთელი ბავშვობა მამაჩემიც ზუსტად ასევე იყო ჩართული ჩვენს აღზრდაში. ძალიან მინდოდა, ჩემი მეუღლეც ასეთივე ყოფილიყო…განაგრძეთ კითხვა:

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1713616305

ლევან ნიკოლეიშვილი “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე: მიზეზი, რის გამოც თავს იკლავს არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული მედია, მათი დამალული ხარჯებია

 ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: “ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც კი რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, არის "ენჯეო" სექტორი და მედიასაშუალებები". ექსპერტის თქმით, კონკრეტული არასამთავრობოები და მედიასაშუალებები, არა სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს, არამედ უცხოელი პატრონების მზაკვრულ სურვილებს ემსახურებიან. “მიზეზი, რის გამოც თავს იკლავს არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული მედია, მათი დამალული ხარჯებია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან. შესაბამისად მათი სამსახურიც მთლიანად არა სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებზეა ორიენტირებული, არამედ უცხოელი პატრონების მზაკვრულ სურვილებზე.” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე. 

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1713616216

ლომჯარიები და გიგაურები ბომბების წვიმაზე რომ ოცნებობენ, ეს ხომ მათი პირიდან გვაქვს გაგებული? ამიტომ არის, ასე გამალებით რომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს - ნინო ფოჩხუა

მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რომ არის, ხომ ვხედავთ, (ამდენი ხანი ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყოს, არ მახსენდება,) ლომჯარიები და გიგაურები კი ბომბების წვიმაზე რომ ოცნებობენ, ესეც ხომ მათი პირიდან გვაქვს გაგებული? - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიამება “ქართულო ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას: “თუ ვინმეს შეუძლია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.” როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ოპონენტებმა იციან ბიძინა ივანიშვილის განუსაზღვრელი ავტორიტეტის შესახებ მოსახლეობაში და ყველანაირი მეთოდით ებრძვიან, მაგრამ მათი პროტესტი სიცრუეზეა აგებული.„მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რომ არის, ხომ ვხედავთ, (ამდენი ხანი ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყოს, არ მახსენდება,) ლომჯარიები და გიგაურები კი ბომბების წვიმაზე რომ ოცნებობენ, ესეც ხომ მათი პირიდან გვაქვს გაგებული? ამიტომ არის ასე გამალებით რომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, იციან მისი განუსაზღვრელი ავტორიტეტის შესახებ მოსახლეობაში და ყველა მიღებული თუ მიუღებელი მეთოდებით ებრძვიან, მაგრამ როგორც ყოველთვის, არც ახლა აქვს მათ "ბრძოლას" განხორციელების შანსი, იმიტომ რომ სიცრუეზეა აგებული მათი პროტესტი.” - წერს ნინო ფოჩხუა.

სტეფანე

ტაბლოიდი 1713615065

„ამაზე მასშტაბური ჯერ არ გამომიშვია არაფერი“ – სტეფანე მღებრიშვილი ახალ კლიპს აანონსებს

სტეფანე მღებრიშვილი ახალ კლიპს აანონსებს.ამის შესახებ სტეფანე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამაზე მასშტაბური ჯერ არაფერი შეუქმნია.„ამ თვის ბოლოს გამოვა ჩემი ახალი სიმღერა და კლიპი:მუსიკა – ჩემიატექსტი – ზურა ჯიშკარიანიარანჟირება – ნიკა კოჩაროვიStudio – Leno Recordsვიდეო: მეტრო ფროდაქშენის და ჯემ პროჯექტის ერთობლივი ნამუშევარი.რეჟისორები – გრიგორ დევეჯიევი / მერაბ ჭუმბურიძეპროდუსერი – სანდრო გაბილაიაპატარა სპოილერი: მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პროექტებს არაფერს ვაკლებ, ამაზე მასშტაბური ჯერ არ გამომიშვია არაფერი“ – წერს სტეფანე.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1713613972

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და ეტაპობრივად გამთლიანების ერთადერთი გარანტი. სხვა დანარჩენი დესტრუქციული, რომლებიც აგენტოკრატიის მონები და მონების მონები არიან, ანტიქართულია და დამარცხებადი - გია აბაშიძე

„თითქმის ყველა მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის მუდმივი რყევის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და ეტაპობრივად გამთლიანების ერთადერთი გარანტი.”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.„თითქმის ყველა მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის მუდმივი რყევის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და ეტაპობრივად გამთლიანების ერთადერთი გარანტი. სხვა დანარჩენი დესტრუქციული, რომლებიც აგენტოკრატიის მონები და მონების მონები არიან, ანტიქართულია და დამარცხებადი. მკაფიოდ მესმის, რომ მრავალწლიანი ნერვების თამაშია, მაგრამ ყველა განსაცდელს გადავიტანთ, როცა ერი ერთიანია ანგარებიანი, უსამშობლო და გაუნათლებელი მარგინალების შემოტევებისას.”- წერს გია აბაშიძე.