დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

(Exclusive) საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე, ეკა ბესელიასთან ერთად პატრიარქს შეხვდა

13:37 06-19-2017
78

,,პრაიმტაიმისთვის" ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ეკა ბესელიასთან ერთად საქართველოს პატრიარქს შეხვდა. 

როგორც ,,პრაიმტაიმს" საპატრიარქოდან აცნობეს, შეხვედრა  შეეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და მათ შორის, საკონსტიტუციო მონარქიის საკითხს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენის თემასთან დაკავშირებით პატრიარქს შეხვდებოდა. თავმჯდომარეს შეხვედრის დრო არ დაუკონკრეტებია.

,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, საპატრიარქოში შეხვედრა უკვე დასრულდა, თუმცა კონკრეტული შედეგები უცნობია. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი