დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ირაკლი კიკნაველიძე: საკონსტიტუციო მონარქიაზე საუბარი სასაცილოცაა და მეორე მხრივ საფრთხის შემცველი

13:23 06-19-2017
26

პარტია ,,ევროპული საქართველო" არ ეთანხმება საქართველოს პატრიარქის ინიციატივას საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენის შესახებ.

როგორც პარტიის, ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კიკნაველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბარი   როგორც სასაცილო, ისე საფრთხეც შეიძლება იყოს.

,,დღეს კონსტიტუცურ მონარქიაზე ან რაიმე ტიპის მონარქიაზე საუბარი შეიძლება სასაცილოც კი იყოს , მაგრამ მეორე მხრივ, ამ თემაზე სერიოზული საუბარი შეიძლეა სერიოზულ საფრთხესაც წარმოადგენდეს. ჩვენტვის ეს მიუღებელია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა იყოს რესპუბლიკა, სადაც ხელისუფლებები არჩევნების გზით იცვლებიან, სადაც ყველაფერი ქართვლი ხალხის არჩევანზე. ეს თემა პერიოდულად დგება ხოლმე ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში, თუმცა, როგორც 2008 წელს დარჩა ძალიან ღმად პოპულისტის და ღრმად მოწმუნე მონარქისტის თავში ეს ყველაფერი ისევ ისე დარჩება", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კიკნაველიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი  საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენის მოთხოვნით გამოვიდა.  როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდი შეხვედრებს გამართავს.

ავტორი: სალომე ჩადუნელი