დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

აფგან მუხტარლის ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სთხოვს

13:08 06-19-2017
28

აფგან მუხტარლის ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სთხოვს.

განცხადება არჩილ ჩოფიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამართველოს პოლიციის განყოფილებაში შეიტანა და იმ ტერიტორიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოითხოვა, სადაც აფგან მუხტარლიმ გაუჩინერების დღეს გაიარა.

„ჩვენ ვითხოვთ ნიაღვრისა და ჭოველიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის, ასევე აეროპორტის გზის მიმდებარე ტერიტორიისა და საზღვრის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერს, ასევე იმ ავტომანქანის იდენტიფიცირებას, რომელიც უთვალთვალებდა აფგან მუხტარლის გაუჩინარების დროს“, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

მისი თქმით, ყველა საეჭვო გარემოება ზრდის ალბათობას, რომ ამ საქმის გამოძიების პროცესი შეგნებულად ჭიანურდება.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ,,პრაიმტაიმთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შსს-მ ამოიღო ვიდეოკამერების ჩანაწერები, იმ მარშუტის მიხედვით, რომლითაც აფგან მუხთარლი გადაადგილდებოდა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ჩანაწერში საქართველოს სამართალდამცველების ფორმაში გამოწყობილი  პირი არ ფიგურირებს. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი