დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

19 ივნისი მამის დღეა - "მამებო გილოცავთ თქვენ დღეს, ნამდვილად იმსახურებთ - მიყვარხარ მამა"

13:04 06-19-2017
61

2017 წელს, საქართველოში 19 ივნისს, მამის დღე, მეორედ აღნინიშნება. პირველად, საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.  

მამის დღის ცენტრალური ღონისძიება, 19 ივნისს 19 საათზე, მზიურის სცენაზე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში შედგება ჯგუფი "არას" ახალი სიმღერის "მამის იავნანა"-ს  პრემიერა. სიმღერა, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის შეიქმნა, "ბასტი-ბუბუს" სტუდიის მოსწავლეებთან ერთად შესრულდება.

 ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ერთად აღვნიშნოთ მამის დღე.

მამის დღე  არის დღესასწაული, რომელიც  ყოველწლიურად აღინიშნება მამობის აღსანიშნავად და მამებისთვის პატივის მისაგებად. მრავალ ქვეყანაში ის აღინიშნება ივნისის მესამე კვირა დღეს. ზოგიერთ ქვეყანაში, ის მიესადაგება, წმინდა იოსების ხსენების დღეს.

დღესასწაული პირველად აღინიშნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ, სპოკანში. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი (Sonora Smart Dodd) არკანზასის შტატიდან, რომელიც გამოცხადდა სპოკანში, ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის (The Young Men's Christian Association) შეკრებაზე, მამის — უილიამ სმარტის (William Jackson Smart) პატივსაცემად, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ და რომელმაც მარტომ გაზარდა ექვსი შვილი.

აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად, ამ დღეს, ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს. დროთა განმავლობაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვა ქვეყნებშიც, გამოხატავენ რა პატივისცემას მამის, როგორც მშობლის მიმართ.

მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.

ტელეწამყვანი, ნინი გოგიჩაიშვილი, მამების დღეს გამოეხმაურა და ფეისბუქის გვერდზე მამის მისალოც პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:

"მამებო გილოცავთ თქვენ დღეს , ნამდვილად იმსახურებთ. გოგოს ცხოვრებაში მთავარი მამაკაცი, მაინც თქვენ ხართ ! მიყვარხარ მამა"
(ნახეთ რა ლამაზია) - წერს ნინი გოგიჩაიშვილი.

იხ. ფოტო:

ავტორი: რუსა ღვანიძე