მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ვინ ბლოკავს გიორგი მამალაძის ოჯახს საპატრიარქოში? - "ორ დღე დაველოდებით და აქციას დავიწყებთ"

12:57 06-19-2017
34

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციის გამართვას გეგმავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. ბრალდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე "პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრას კონკრეტული პირები ბლოკავენ.

"ესენი პირები არიან შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი. მათ მოაწყვეს ეს ყველაფერი და ახლა არ გვაძლევენ პატრიარქთან შეხვედრის საშუალებას. ეშინიათ, რომ პატრიარქი სრულ სიმართლეს გაიგებს. ორი დღე დაველოდებით კიდევ და თუ არ მოხერხდა შეხვედრა, დავჯდებით საპატრიარქოსთან და არ წავალთ სანამ პატრიარქი არ მიგვიღებს", - აცხადებს "პრაიმტაიმთან" საუბრისას თორნიკე მამალაძე.