დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

სკანდალური ფილმი რუსეთის „მეფეზე“

12:45 06-19-2017
106

„თქვენ ოდესმე უცემიხართ“, – ჰკითხა ვლადიმერ პუტინმა ოლივერ სტოუნს, ფილმის დასასრულ. ამერიკელმა რეჟისორმა რუსეთის პირველ პირზე ფილმი უკვე გადაიღო. ამ კითხვამაც ფილმის გადაღების დასასრულ გაიჟღერა. „დიახ“, – უპასუხა სტოუნმა. „მაშინ სიახლე არაფერი მოხდება, იმიტომ რომ თქვენ გექნებათ განცდები იმისთვის, რასაც გააკეთებთ “, – დაამატა პუტინმა. ჟურნალისტის მტკიცებით, იმ მომენტში პუტინი მართალი იყო. 

ფილმს საკმაოდ სკანდალური გამოხმაურება მოჰყვა. The Daily Beast-მა სტოუნის ეს ფილმი საშინლად უპასუხისმგებლო სასიყვარულო წერილს შეადარა, რომელიც პუტინს ეძღვნება. CNN-ის თქმით კი, ფილმი „ოლივერ სტოუნზეც იმდენს ამბობს, რამდენსაც თავად პუტინზე“. სტოუნს საყვედურობენ იმის გამო, რომ მან პუტინი კორუფციასთან და უმუშევრობასთან მებრძოლ რაინდად წარმოაჩინა, მისგან დახატა ადამიანი, რომელსაც არც ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო აქვს რამე, იმდენად ქარიზმატული, მხიარული, გულწრფელი და გონიერია, რომ შეიძლება მომავალში პოლონეთში შეჭრაც გაუგო და გაამართლო. 

ფილმი პუტინზე ისეთ კითხვებს შეიცავს, როგორიც არის, ოჯახი, დიდი პოლიტიკა – ნატოს გაფართოება, უკრაინაში შეჭრა, ამერიკასთან ურთიერთობა; კარიერა, დასავლეთზე მისი შეხედულებები. ფილმში პუტინი საუბრობს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე მამაზე, ასევე, ბიძაზე, რომელიც ბლოკადის დროს დაიღუპა. ფილმში გამოყენებულია ფოტოები, რომელიც საზოგადოებას ჯერ არსად უნახავს. თავად სტოუნი აცხადებს, რომ დარწმუნებულია პუტინის გულწრფელობაში. ის მიიჩნევს, რომ პუტინმა თქვა ის, რისიც სწამს და თავად სჯერა. სტოუნის განმარტებით, ტყუილების თქმა რომ ნდომებოდა, მაშინ პუტინი ინტერვიუს, უბრალოდ, არ დასთანხმდებოდა. 
ამ ფილმზე სტოუნი ორი წელი მუშაობდა, გადაღებებმა სულ 27 საათი შეადგინა, ფილმი კი ოთხსაათიანია. 

„თქვენ ხომ გესმით, რამდენად ძლიერი გავლენა აქვს თითოეულ თქვენს სიტყვას. საკმარისია, თქვათ, რომ არ მოგწონთ პუტინი და მისი რეიტინგი მაშინვე გაიზრდება“, – ამბობს სტოუნი პუტინთან ინტერვიუს დროს. „ჩვენ, განსხვავებით ბევრი ჩვენი პარტნიორისგან, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არასოდეს ვერევით“, – პასუხობს მას პუტინი. 

ეს არ იყო ტრადიციული ინტერვიუ, სადაც ორი პირი სავარძელში ზის და ერთმანეთს ესაუბრება. ფილმში ნაჩვენებია კრემლის კორიდორები, სოჭის რეზიდენცია, ავტომობილები, პუტინის სამუშაო ოთახი, ჰოკეის მოედანი – ერთი სიტყვით, სტოუნი იყო ყველგან, სადაც პუტინი არის ხოლმე. როგორც რუსული მედია წერს, ხშირად მან არც იცოდა, მეორე დღეს სად მოუწევდა რუსეთის პრეზიდენტის გადაღება.   

ინტერვიუში პუტინი ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს შვილიშვილები, თუმცა, ძალიან ცოტა დროს ატარებს მათთან, მისი შვილები კი არც პოლიტიკით არიან დაკავებულნი და არც მსხვილი ბიზნესებით, ისინი (პუტინს ორი გოგო ჰყავს) მეცნიერებასა და განათლებას ანიჭებენ უპირატესობას. რაც შეეხება სიძეებს, პუტინის დახასიათებით, მათთან კარგი ურთიერთობა აქვს და არასოდეს მოსვლიათ რაიმე საკითხის გარშემო უთანხმოება. „ჩვენ შეიძლება დისკუსია გვქონდეს რაიმე თემაზე, მაგრამ უსიამოვნო საუბარი – არა“, – განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა. 

ოლივერ სტოუნი სამგზის ოსკაროსარია. მისი გადაღებული ფილმების თითქმის უმეტესობა მსოფლიო კინემატოგრაფიის ოქროს ფონდშია მოხვედრილი. ჰოლივუდში ის „ბუნტავშიკის“ იმიჯით სარგებლობს. თავის დროზე მან გადაიღო ფილმები ფიდელ კასტროზე, უგო ჩავესზე – ის აპოლიტიკურ ფილმებს იღებს პოლიტიკოსებზე. 

– თქვენ, როგორც „კაგებეს“ ყოფილ თანამშრომელს, ალბათ, გძულთ ის, რაც სნოუდენმა გააკეთა? – ეკითხება ინტერვიუს მსვლელობისას სტოუნი პუტინს.

– მსგავსი არაფერი. სნოუდენი მოღალატე არ არის. მას საკუთარი ქვეყნისთვის არ უღალატია და არცერთი ისეთი ინფორმაცია არ მიუცია სხვა სახელმწიფოსთვის, რომელიც მისი ქვეყნის ხალხს დააზარალებდა. ყველაფერს ღიად აკეთებს, – პასუხობს პუტინი. 
– და თქვენ ეთანხმებით იმას, რასაც ის აკეთებს?
– არა.
სტოუნის შეფასებით, „პუტინს არ ეშინია კითხვების, ის არ ითხოვს წინასწარ მათ გაცნობას ან კორექტირებას. მან ისიც კი არ იცოდა, რაზე დავუსვამდი კითხვას. ჩვენ შეკითხვების სია არავისთვის გვიჩვენებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ფილმის ზოგადი კონცეფცია ჰქონდა“.