დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ესაუბრა თუ არა ლევან ვასაძე გოირგი მარგველაშვილს კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე?

12:12 06-19-2017
147

საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენის  საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე  გაზეთ "პრაიმტაიმთან" საუბრისას აცხადებდა, რომ მზად არის ამ იდეას პოპულარიზაცია გაუწიოს და თუ საჭირო გახდა, ფინანსურ მხარდაჭერასაც გაუწევს. კოსტიტუციური მონარქიის ადდგენასთან დაკავშირებით ლევან ვასაძე საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან აპირებდა სუბარს. გთავაზობთ, გაზეთი "პრაიმტაიმის" არქივდან ლევან ვასაძის კომენტარს:

– არ ვიცი, მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია.

– ფიქრობთ, რომ წინააღმდეგი არ იქნება?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– აპირებთ, რომ ახალ პრეზიდენტს ამაზე დაელაპარაკოთ?

– მე ვარ რიგითი, კერძო სექტორის წარმომადგენელი, გიორგი მარგველაშვილი არის ჩემი მეგობარი და ნებისმიერ საკითხზე დავილაპარაკებთ.

– პირადად თქვენ მზად ხართ, დააფინანსოთ მონარქია, აღდგენის შემთხვევაში?

– მე, როგორც მოქალაქე, მონაწილეობას მივიღებ და ბედნიერი ვიქნები, თუ ქართველი ერი ოდესმე იქამდე ამაღლდება, რომ მონარქიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღოს.