ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

ჯანდაცვა 1713509124

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. მხარეებმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.იესპერ მოლერმა მადლიერება გამოხატა, სამინისტროს მიმართ, გაეროს ბავშვთა ფონდთან 25-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესსაც, რომელიც საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაშია მიღწეული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა და დაიჭრა 15 ადამიანი

ომი უკრაინაში 1713508978

უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა და დაიჭრა 15 ადამიანი

რუსული მხარის მიერ უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ ურკაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით წერს.ქალაქ დნეპრში დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ქალაქ სინელნიკოვოში ექვსი, მათ შორის არის არასრულწლოვანიც.„საცხოვრებელი კორპუსის გარდა, დნეპერში დაზიანდა ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი“, – წერს ლისაკი სოციალურ ქსელში.ამასთან, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლის რაიონზეც. დაზიანებულია კერძო სახლები.

საქართველო დეკადური (ათწლიანი) ეკონომიკური ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში მოხვდა

პოლიტიკა 1713508785

საქართველო დეკადური (ათწლიანი) ეკონომიკური ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში მოხვდა

საქართველო დეკადური (ათწლიანი) ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში.· ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდა· $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ზრდის ტემპი· $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ზრდის ტემპიაღსანიშნავია, რომ საქართველოს ეს ათწლედური საპროგნოზო შედეგი 2019 წელთან, ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა, რითაც საბოლოოდ გაქარწყლდა უსაფუძვლო ნარატივი, რომ მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის გამორჩეული მაჩვენებლები 2020 წლის ძლიერი ეკონომიკური ვარდნის ეფექტით იყო გამოწვეული და პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის კარგი პერსპექტივა არ უჩანდა.1. ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით 2029 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს და ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია. ამ პერიოდში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკას, რომლის ეკონომიკა 2019 წელთან შედარებით 2029 წელს 967 %-ით იზრდება (საშუალოწლიურად 26,7%) , შემდეგ მოდის ბანგლადეში (საშუალოწლიურად 5,3%) და საქართველო (საშუალოწლიურად 5,3%) (2-ე / 3-ე ადგილი), რომელთა ეკონომიკა აღნიშნულ ათწლედში 68%-ით იმატებს, შემდეგ კი 60%-ანი ეკონომიკური ზრდით 4-ე/5-ე პოზიციაზე ინდოეთი (საშუალოწლიურად 4,8%) და ვიეტნამია (საშუალოწლიურად 4,8%).2. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის ათწლიანი საპროგნოზო ზრდის ტემპის მიხედვით 2029 წელს საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. სავალუტო ფონდის შეფასებით 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა და 23 236 დოლარს გადააჭარბა . 2024 წელს მსყიდვეულუნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ხდება 25 248 დოლარზე მეტი, 2029 წლისთვის კი აჭარბებს 35 642 საერთაშორისო დოლარს.3. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულზე 2029 წელს 12 900 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს, 2020 წელთან შედარებით გასამმაგდება, 2021 წელთან შედარებით კი ორნახევარჯერზე მეტად იზრდება. უშუალოდ 2029 წელს ფონდის პროგნოზით საქართველოს ნომინალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ამერიკულ დოლარში 8,6%-ით გაიზრდება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ მცირე, თუნდაც ამ ბოლო, ანუ 2029 წლის ზრდის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს მშპ ერთ სულზე 2030 წელს გადააჭარბებს 14 018 აშშ დოლარს, რითაც გადაასწრებს თურქეთის(!!!) 2029 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს (14 011 $) და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით(!!!).4. ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current prices) 2024 წელს გადააჭარბებს 94 მლრდ დოლარს და უკვე სამი წელია რაც უსწრებს ლატვიას, რომელიც 2024 წელს 79 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. სავალუტო ფონდის პროგნოზით მომდევნო ორ წელიწადში, ანუ 2026 წელს საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 107 მილიარდ 401 მილიონი დოლარი გახდება და იმავე წლიდან გადააჭარბებს ლუქსემბურგს 1 მილიარდ 423 მილიონი დოლარით (წინა პროგნოზის მიხედვით 2028 წლიდან უნდა გაგვესწრო). 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას _ ლუქსემბურგს, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსს, მალტას და ისლანდიას. 2029 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 131 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა 1713508159

ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს და დაუყოვნებლივ დაიწყოს საჯარო დებატები ოპონენტებთან - ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება წარმოადგინა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კანონის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს და დაუყოვნებლივ დაიწყოს საჯარო დებატები ოპონენტებთან, რათა ვაჩვენოთ ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ გარე სამყაროს, რომ საქართველოს აქვს მაღალი სამოქალაქო კულტურა და შეგნება და რომ ქვეყანაში არსებობს მონაწილეობითი დემოკრატია.„რამდენიმე მოსაზრება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო არის ხალხი, ანუ ჩვენ:1/ ხელისუფლებამ დაიწყოს კანონის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს. იგივეს გაკეთება შეუძლიათ კანონის ოპონენტებსაც. ეს იქნებოდა ერთგვარი არაფორმალური პლებისციტი 2/ რამდენადაც ცნობილია, კანონის ოპონენტების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა ხელისუფლებასთან საჯარო დებატების მზაობა. დაუყონებლივ დაიწყოს ეს დებატები - პირდაპირ ეთერში!3/ რატომ არის, ჩემი აზრით, საჭირო ამის გაკეთება? იმიტომ რომ ვაჩვენოთ ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ გარე სამყაროს, რომ გვაქვს (თუ გვაქვს!) მაღალი სამოქალაქო კულტურა და შეგნება და რომ ქვეყანაში არსებობს მონაწილეობითი დემოკრატია“, - წერს ანჯაფარიძე.

კვერცხის შეღებვა

რჩევები 1713507540

„ნუ შეიძენთ პრიალა კვერცხს...“ - რჩევები კვერცხის შეღებვამდე

სააღდგომოდ ყველა ოჯახში იღებება კვერცხი და შესაბამისად, კვერცხზე მოთხოვნაც ძალიან იზრდება. ამ დროს უფრო დიდია რისკი, რომ ვინმემ სიტუაციით ისარგებლოს და უხარისხო, არასათანადო პირობებში შენახული პროდუქცია გაყიდოს.როგორ უნდა აარჩიოთ კვერცხი, რომ არ მოტყუვდეთ. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტიმარიამჩაჩუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს."კვერცხი ფოროვანი პროდუქტია და მასში მიკრობების შეღწევა ძალიან ადვილია. ამიტომ, პირველ რიგში, კვერცხი ჰიგიენურ გარემოში იყიდეთ და აუცილებლად თავდახურულ მდგომარეობაში. კვერცხის სიახლეზე მეტყველებს მისი ზედაპირიც, შეხებისას ერთგვაროვანი და ხაოიანი უნდა იყოს და არა პრიალა. ახალი კვერცხი ბევრად უფრო სასარგებლოა. უმჯობესია, რომ 7 დღემდე ვადის კვერცხი შევიძინოთ, 3-4 დღის კვერცხი ყველაზე სასარგებლოა.საერთოდ, კვერცხის შენახვის ვადა შეიძლება 30 დღემდე იყოს იმის გათვალისწინებით, სიგრილეშია თუ სამაცივრე პირობებში. არ შეიძინოთ კვერცხი, რომელზეც თარიღი მითითებული არ არის." - განაცხადა მარიამ ჩაჩუამ.შეღებვისთვის უკეთესია, თუ მუქი ფერის კვერცხს გამოვიყენებთ, რადგან უფრო კარგად იღებება. სოფლის კვერცხი სასარგებლო და უფრო მეტად გემრიელიცაა და ეს ფრინველის უფრო მრავალფეროვანი კვებითაა განპირობებული. ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ვხარშავთ, ის რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს სოფლის კვერცხს დაბინძურების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში დაზღვეულები ვართ.გარდა ამისა, უმჯობესია, თუ შეღებვის წინ მაცივრიდან გამოვალაგებთ და ნახევარი საათი გავაჩერებთ, რომ არ დაგვისკდეს და ისე შევღებოთ. ჩემი დიდი რჩევა და თხოვნა იქნება, რომ ხელოვნური საღებავები არ გამოვიყენოთ. ენდრო ყველაზე მიღებული ფორმაა, მაგრამ აქაც მინდა ერთი რჩევა მოგცეთ. წინასწარ დაფქულ ენდროს ნუ შევიძენთ იმიტომ, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც იქ ხელოვნური საღებავებია შერეული. გარდა ამისა, შეღებილ კვერცხებს იმავე კვერცხის ყუთში ნუ ჩავაწყობთ.