ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო მონარქიაზე: ,,რაც ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა ეს არის ჭეშმარიტება"

11:44 06-19-2017
267

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე ეთანხმება პატრიარქს და მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიშვიდე პოლიტიკურ და სახელწიფო ცხოვრებაში.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

,,რაც ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა ეს არის ჭეშმარიტება. საუბარია, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ  უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ადგილობრივი სპეციგიკა, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბრები, ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა შეხვდება პატრიარქს და ოფიციალურ განცხადებას საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით, შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკონსტიტუციო მონარქიის აღდგეინის ინიციატივით გამოვიდა. 

"კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს რა თქმა უნდა დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი", — თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.

 

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი