დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ექსკლუზიური ინტერვიუ ხუან ბაგრატიონთან - „მე ლეგიტიმური კანდიდატი ვარ, დაბადებიდან სიკვდილამდე“

11:40 06-19-2017
23479

გაზეთი "პრაიმტაიმის" არქივი

ახლადდაქორწინებული ხუან ბაგრატიონი, მეუღლესთან ერთად, მალე საქართველოს ეწვევა და ქართულ ქორწილს გადაიხდის. მანამდე ის და ქრისტინე ძიძიგური თაფლობის თვეს ესპანეთში ატარებენ. „პრაიმტაიმი“ ხუან ბაგრატიონს სწორედ მადრიდში დაუკავშირდა და მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. რა აზრისაა საქართველოში მონარქიის აღდგენის თემაზე და თუ ჰქონია მსგავსი შეთავაზება ბოლო წლების განმავლობაში - ხუან ბაგრატიონი „პრაიმტაიმის“ კითხვებს პასუხობს. 

- რა აზრის ხართ საქართველოში მონარქიის აღდგენაზე?
- მე მგონი უფრო მეტად მნიშვნელოვანი საკითხებია საქართველოში პრიორიტეტული, ვიდრე მონარქიაზე საუბარია. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ეს მისი უწმინდესობის ილია მეორეს, ქართველების და ჩვენი ლიდერების საქმეა. 

- თუ გიფიქრიათ ამ თემაზე? 
- ბუნებრივია, როგორც  საქართველოს პრინცს, მიფიქრია ამ თემაზე.

- არსებობს ინფორმაცია, რომ როცა საქართველოში მონარქიის აღდგენაზე მიმდინარეობდა საუბარი, ერთ-ერთ კანდიდატად სამეფო კლუბმა სწორედ თქვენ დაგასახელათ, თუმცა, მაშინ თქვენს წინააღმდეგ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წავიდა, ამ ინფორმაციას თუ ადასტურებთ? 
- მე არასოდეს მქონია შესაძლებლობა შევხვედროდი მიხეილ სააკაშვილს. პერსონალურად მიმიწერია სხვადასხვა პერიოდში, თუმცა არასოდეს მიმიღია პასუხი.

- ერთ-ერთი ვერსიით, ესპანეთის მეფეს ხუან კარლოსს თქვენთვის უკითხავს საქართველოს მეფობა ხომ არ გსურდათ, სწორედ იმ პერიოდში საქართველოში თქვენი კანდიდატურა განიხილებოდა, ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?
- მის უდიდებულესობა ესპანეთის მეფეს არასოდეს დაუსვამს ეს შეკითხვა. დარწმუნებული ვარ, ქართული მედია უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს იმ საკითხებს, რაზეც წერენ და მათი წყაროებიც უფრო მეტ სიმართლეს ეტყვიან.  საქართველოს დინასტიური წესების თანახმად მე ლეგიტიმური კანდიდატი ვარ, დაბადებიდან სიკვდილამდე. 

- გაქვთ თუ არა კონტაქტი სამეფო ოჯახთან (დავითის ან ანა ბაგრატიონის ოჯახთან)? 
- მე ვარ საქართველოს სამეფო ოჯახის წევრი. 

- ცნობილია, რომ დავით ბაგრატიონიც ესპანეთში მოღვაწეობდა, ისევე როგორც თქვენ, ურთიერთობა თუ გქონდათ? 
- იშვიათად. მე პირადად არ ვეთანხმები იმას, რა მეთოდითაც ის ჩვენი ოჯახის სახელს იყენებს.  ბოლო პერიოდში შევხვდი მას და ჩემი  ბიძაშვილი პრინცი უგოც იყო საქართველოში 2 თვის წინ. მე ვესაუბრე პრინც დავითს, რომ სურვილი მქონდა შევხვედროდი მის ვაჟს და ჩვენ შევხვდით „ვენდის“ რესტორანში, თავის ასისტენტთან, მცველთან და ვაჟთან ერთად. პრინცი გიორგი, ჩემი მეორე ძმისწული, ლამაზი ბავშვია. 

- მას შემდეგ, რაც ტახტის მემკვიდრედ უფლისწული გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი დაასახელეს, თქვენ რა რეაქცია გქონდათ, რამდენად სამართლიანია ეს?
- ოფიციალურად არავინ  აღიარებს პრინც გიორგის, როგორც იმ ტახტის მემკვიდრეს, რომელიც ამ დროისთვის საერთოდ არ არსებობს.

 - აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოში გამათულ მიღებაზე პატრიარქის გვერდით თქვენ გამოჩენას უკვე მოჰყვა საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები. ხომ არ იყო ეს ერთგვარი მინიშნება ეკლესიის მხრიდან, რომ შესაძლოა, ეკლესიამ სწორედ თქვენზე გააკეთოს არჩევანი?
- მე ყოველთვის მქონდა უპირატესობა და პატივი შევხვედროდი მის უწმინდესობა ილია მეორეს, სრულიად საქართველოს პატრიარქს. მისი უწმინდესობა ყველაზე ბრძენი და კეთილშობილია თუკი ვინმე ოდესმე შემხვედრია. მე მუდმივად ვცდილობ ბევრი რამ ვისწავლო მისგან. 

- როდის აპირებთ საქართველოში დაბრუნებას? თუ გიფიქრიათ საქართველოში ცხოვრებაზე?
- ახლა მადრიდში ვარ, სადაც მქონდა საუბარი ჩემს ბიძაშვილთან, მის უდიდებულესობა ესპანეთის პრინც ფილიპთან. აქედან გავფრინდები ბრიუსელში, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჩვენი მთავრობის სხვა წევრებს კონფერენციაზე, რომლის ორგანიზებაში დავეხმარე ჰარვარდის კლუბს. შემდეგ მე და ქრისტინა  საქართველოში დავბრუნდებით.