დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო მონარქიის საკითხთან დაკავშირებით პატრიარქს შეხვდება

11:28 06-19-2017
67

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო მონარქიის საკითხთან დაკავშირებით პატრიარქს შეხვდება და ოფიციალურ პოზიციას შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. 

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა. 

,, ჩვენ შევხდებით აუცილებლად პატრიარქს და ამ შეხვედრის შედეგ ჩვენ შეგვეძლება ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადების გაკეთება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკონსტიტუციო მონარქიის აღდგეინის ინიციატივით გამოვიდა. 

"კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს რა თქმა უნდა დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი", — თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი