დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

(Exclusive) საქართველოს შსს აფგან მუხთარლის დაკითხვას ითხოვს - მღებრიშვილი: "მივმართეთ აზერბაიჯანულ მხარეს"

10:19 06-19-2017
278

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ,,პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. შს მინისტრის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს მიმართა თხოვნით, მიეცეთ აფგან მუხთარლის დაკითხვის შესაძლებლობა.  

,,სანამ გამოძიება შუალედურ შედეგებს არ დადებს, მე ამ საკითხზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება. ამავდროულად, ჩვენ უკვე მივმართეთ აზერბაიჯანულ მხარეს, მოეცათ შესაძლებლობა, ჩვენი გამომძიებელი ჩასულიყო აზერბაიჯანში და აფგან მუხთარლი დაეკითხა. გვინდა, პირადად მისგან შევიტყოთ მის საქმესთან დაკავშირებული დეტალები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის", - განუცხადა გიორგი მღებრიშვილმა ,,პრაიმტაიმს". 

გიორგი მღებრიშვილის თქმით აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, შეფასებები ცალმხრივ პოზიციაზე დაყრდნობით გაკეთდა. 

,,ვიტყოდი, რომ, სამწუხაროდ, შეფასებები, რაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აქამდე გაკეთდა, ძირითადად ცალმხრივ პოზიციაზე დაყრდნობით იყო. სამწუხაროდ, აიტაცეს ყველაზე აბსურდული ვერსიებიც კი. იცით, რომ შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენ მათ მიმდინარე გამოძიების შესახებ ვესაუბრეთ. როგორც მოგახსენეთ, ამ თემასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. ასე რომ, ვისურვებდი, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ნუ გავაკეთებთ წინასწარ შეფასებებს, სანამ არ დადგინდება საქმესთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები", - განუცხადა გიორგი მღებრიშვილმა ,,პრაიმტაიმს". 

ავტორი: სალომე ჩადუნელი
loading...