საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს მიიღო

21:07 06-18-2017
783

საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სოსო ოსორაულის გათავისუფლებისთვის შეთანხმება "23 მარტის" დაჯგუფებასთან მართლაც მიღწეული იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე "იმედის კვირასთან" ამბობს, რომ მარტში მრავალრიცხოვანი შეხვედრა შედგა როგორც კონგოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში. 

"შეხვედრები შედგა როგორც კონგოს და მეზობელი ქვეყნის მთავრობებთან, ასევე "23 მარტის" დაჯგუფებასთან, რომელსაც ჰყავდა დატყვევებული მფრინავი. ყოველდღიურად ველოდებოდით ამ ოპერაციის ჩატარებას. მაგრამ მაისის შუა რიცხვები იყო, როდესაც ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოხდა შეტაკება იმ ჯგუფთან, სადაც იმყოფებოდა იოსებ ოსურაული. ამას დაერთო ისიც, რომ ჩვენ ვეღარ მივიღეთ დამადასტურებელი ინფორმაცია იოსების სიცოცხლის შესახებ. 7 ივნისს გაეროს მისიისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მრავალ წყაროზე დაყრდნობით, რომ შეტაკება ნამდვილად მოხდა და მებრძოლები დაღუპულები არიან, მათ შორის სოსო ოსორაული. ვინაიდან ფაქტობრივი მტკიცებულებები არც მათ გააჩნდათ, ამა ვერ ასაბუთებდნენ",- განაცხადა ზვიად გონაძემ.

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ხელისუფლებას სოსო ოსორაულის გარდაცვალების შესახებ ფაქტობრივი დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს, აგრძელებს მუშაობას სოსო ოსორაულის ბედის გასარკვევად.