რუსთავში ორსული ქალის გარდაცვალების ამბავს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის

17:50 06-18-2017
6299

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, რუსთავის კლინიკაში მშობიარობის დროს გარდაცვლილი ქალის საკითხის გარკვევაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ჩაერთვება.

შეგახსნებთ, რომ რუსთავის კლინიკაში მშობიარობის დროს ქალი გარდაიცვალა და ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 116 მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.