დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე - ირაკლი კობახიძე

16:17 06-18-2017
54

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პრეზიდენტის შეთავაზებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსენსუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს ისეთ ფორმატს, რომელიც, კობახიძის თქმით, საზოგადოებას სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. 

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსენსუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მოწინაადეგე იყო თვეების განმავლობაში, არ უნდა უჭირდეს საკუთარი პოზიციების დაცვა ღია ეთერში საზოგადოების წინაშე. 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გიორგი მარგველაშვილს, მისცეს საზოგადოებას საშუალება, პრეზიდენტისა და პარლამენტის პირველი პირისგან მოისმინოს არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ“,-აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობას პრეზიდენტის სასახლეში ფართო ფორმატში სთავაზობს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ პირდაპირი ეთერი გუშინ, მას შემდეგ შესთავაზა, რაც ირაკლი კობახიძე მსჯელობის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

ავტორი: