ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

პოლიტიკა 1713524487

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა. მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გენერლის მნიშვნელოვანი წვლილი.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას.თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს.შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ.

გვენეტაძე

პოლიტიკა 1713523874

ქართული სახელმწიფოს და ქართველების დასახოც-გასანადგურებელ ტყვიებს ამზადებენ, გაღმა-გამოღმელთა ნიშნის მიცემისთანავე ქართველებისვე წინააღმდეგ ასამოქმედებლად - ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე

ვინმეს წარმოუდგენია რა ძალას უპირისპირდება ეს ხელისგულისოდენა პატარა საქართველო საკუთარი თავის ყუდნებისათვის ბრძოლაში! ვინმეს გაუსიგრძეგანებია თუ რა ძალაა მომართული ჩვენს წინააღმდეგ?...  - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ყველა რესურსს გამოიყენებენ, ბოლო ტყვიას გაისვრიან, რომ როგორმე „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი არ მიიღოს“.გვენეტაძის თქმით, ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ყველაფერ სისაძაგლეს კადრულობენ და ყოველივე საშინელებაზე მიდიან, რათა სანაცვლოდ ქვეყნის გამყიდველებმა დოლარ-ევროები, უცხოეთში ვილები და საკუთარი მომავალი თაობისათვის უზრუნველი ცხოვრება მიიღონ.„იდგა მოახლოებული 1121 წლის 12 აგვისტოს ანუ დიდგორის წინა უმძიმესი წლები!დამპყრობლები ძირითად დასაყრდენს მოღალატეებში ეძიებდნენ და უხვად ჰპოვებდნენ!ასეთნი უპირველესად იყვნენ:ძაან აბულაძის ძე, ლიპარიტ კლდეკარის ერისთავი კაცი მხნე, მაგრამ თავგასული და დავითის საშინელი მოწინააღმდეგე!სხვა თურ-სელჩუკთა ჯიბეზე შემყურე ათასგვარი ჯურის მოღალატენი, მაგრამ მირონცხებულმა მეფემ და ქართველმა ერმა ღვთის ძალით ყველა მათგანს სათანადო ადგილი მიუჩინა და იწყო "ცისკარმან აღმობრწყინებად... და მივიღეთ ის, რომ დღემდე "დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს" !იმ დღეებიდან გასრულდა 900 წელზე მეტი და ისევ გვიდგას უეჭველად მოსაგები დიდგორი!ვინმეს წარმოუდგენია რა ძალას უპირისპირდება ეს ხელისგულისოდენა პატარა საქართველო საკუთარი თავის ყუდნებისათვის ბრძოლაში!ვინმეს გაუსიგრძიანებია თუ რა ძალაა მომართული ჩვენს წინააღმდეგ?...მოკლედ გეტყვით მსოფლიოს უძლიერესი ბანკები, უძლიერესი სამრეწველო საწარმოები, უძლიერესი აგრარული მამები, ტექნოლოგიები....ანუ ძლიერნი ამა ქვეყნისანი!რომელთაც საყრდენებად ამოურჩევიათ მოღალატე ფულის მომლოდინე ეშმაკს აყოლილნი ეშმაკეულნი: ლომჯარიები, ხაბეები, გვარამიები, მელიები, ხაზარაძეები, ხატიები...რომლებიც ყველაფერ სისაძაგლეს კადრულობენ, ყოველივე საშინელებაზე მიდიან!ქართული სახელმწიფოს და ქართველების დასახოც-გასანადგურებელ ტყვიებს ამზადებენ, საგულდაგულოდ ფერავენ, ინახავენ!გაღმა-გამოღმელთა ნიშანის მიცემისთანავე ქართველებისავე წინააღმდეგ ასამოქმედებლად!ანუ როგორც ეს კაცი სამართლიანად ამბობს ბოლო ტყვიას გამოიყენებენ. ოღონდაც მმართველმა პარტიამ ეს კანონი, არ მიიღოს!და საქართველოს თავისი თავი არ ეყუდნოდეს!თავად კი ამის სანაცვლოდ ქვეყნის გამყიდველებმა დოლარ-ევროები, უცხოეთში ვილები და საკუთარი მომავალი თაობისათვის უზრუნველი ცხოვრება მიიღონ!მიუხედავად ასეთი უმძიმესი მდგომარეობისა იმისათვის რომ საქართველო გადარჩეს. ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც 903 წლის წინ იბრძოლეს ჩვენმა დიდმა წინაპრებს დიდგორთან!და მოიყვანეს საქართველო დღემდე!ბუნებრივია ისმის კითხვა რა იმედით?აი იმით, რაც მეფემან დავითმან უთხრა ნიჩბისთან ქართველ მეომრებს: "ეჰა მეომარნო ქისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ!"ანუ იმ იმედით, რომ ჩვენს ზემოთ ღმერთია, ხოლო დაბლა სამშობლო საქართველო და მომავალი თაობა!“  - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ვახტანგ გომელაური

პოლიტიკა 1713523684

ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა - ვახტანგ გომელაური

სამინისტროს პოლიტიკა განსაკუთრებით მკაცრია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებთან მიმართებით - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.ვახტანგ გომელაურის თქმით, აღნიშნულს ადასტურებს, მათ შორის, 2021 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც  გამკაცრდა კანონით დადგენილი სასჯელის ზომა ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მიმართ.როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა.შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს  კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ2020 წელს ბრალი წარედგინა 71 ნარკორეალიზატორს;  2021 წელს - 136 ნარკორეალიზატორს; 2022 წელს - 202 ნარკორეალიზატორს; 2023 წელს - 284 ნარკორეალიზატორს.მისივე თქმით, ასევე, გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, კერძოდ: 2020 წელს გამოვლინდა 3 452 ნარკოტიკული დანაშაული;  2021 წელს - 3 873 დანაშაული;  2022 წელს - 5 471 დანაშაული; 2023 წელს - 6 594 დანაშაული.ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციამ 2023 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 84 კილოგრამი ჰეროინი; 20 კილოგრამი ალფა პვპ;  9 500 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი;  2,5 კილოგრამი კოკაინი; 4 კილოგრამი მეფედრონი;  2.5 კილოგრამი მდმა;  304 კილოგრამი მარიხუანა; 4 ტონამდე მცენარე კანაფი;  13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები; 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.შინაგან საქმეთა მინისტრმა  სიტყვით გამოსვლისას  არასამთავრობო ორგანიზაციების იმ მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება,  რომელიც  ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მიერ ლიბერალური პოლიტიკის გატარებას გულისხმობდა."საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი მხრიდან წარდგენილი არაერთი საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნულის შედეგად, საკანონმდებლო დონეზე ლიბერალური მიდგომები დამკვიდრდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მიმართ, განსაკუთრებით, მცენარე კანაფის/მარიხუანის მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მიმართ, მაგალითად: აიკრძალა 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის პატიმრობის გამოყენება, აგრეთვე, 151 გრამამდე მცენარე კანაფის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის პატიმრობის გამოყენება. მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, ასევე ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის და შეძენა-შენახვისათვის აიკრძალა როგორც სისხლის სამართლის წესით, ასევე ადმინისტრაციული წესით პატიმრობის გამოყენება.კერძო სივრცეში მარიხუანის მოხმარება გახდა ლეგალური, რაც სამინისტროს მარიხუანას მოხმარების შემცირების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას უსპობს. მარიხუანას მოხმარება სანქცირებას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და სხვა სპეციფიკურ გარემოებებში", - განაცხადა  შინაგან საქმეთა მინისტრმა.ვახტანგ გომელაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულთან  ბრძოლას."თუმცა, მხოლოდ უწყების მხრიდან დანაშაულზე რეაგირება ვერ იქნება ამ მძიმე პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. საჭიროა, საზოგადოების და შესაბამისი უწყებების კომპლექსური ჩართულობა, როგორც ნარკოტიკების მავნე ზეგავლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ისე, მისგან გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით", -  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

პოლიტიკა 1713523460

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდას ვგეგმავთ - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ქალთა მიმართ ან და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის საქმეებს, სამართალწარმოების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მუდმივ რეჟიმში ამონიტორინგებს.როგორც ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული  დეპარტამენტი, მიმდინარე შემთხვევებზე, პოლიციელებს სამართლებრივ/პრაქტიკულ კონსულტაციას უწევს, აგრეთვე, ტენდენციებზე დაკვირვების, მიგნებების, გამოწვევების იდენტიფიცირების შედეგად, გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს.„2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი განხორციელდა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის 5000-მდე, ხოლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულის 500-მდე სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მონიტორინგს უწევენ დისკრიმინაციის ნიშნით მოტივირებულ დანაშაულებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ მემორანდუმის ფარგლებში  აღრიცხავენ და წელიწადში ერთხელ აქვეყნებენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს  დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო.„2021 წელს აღრიცხულია,  სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი 1703 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1394 საქმეზე გამოკვეთილია გენდერის ნიშანი; 2022 წელს – 1802 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1579  გენდერის ნიშანი გამოიკვეთა. 2023 წელს – 1806 სისხლის სამართლის საქმე, აქედან 1653 საქმეში იკვეთება გენდერის ნიშანი“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართულები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებში. მათ მიერ შემუშავებული სხვადასხვა კურსის მიხედვით, გადამზადებულია ათასობით პოლიციის თანამშრომელი, მათ შორის, მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები.„მაგალითად, 2023 წელს, დეპარტამენტის ჩართულობით გადამზადდა 2 000-ზე მეტი სამართალდამცავი. ასევე, შემუშავებულია 20-ზე მეტი რეკომენდაცია. 2023 წლის  მაისიდან, დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით, შემაკავებელი ორდერი, რისკების შეფასების ინსტრუმენტი და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი შეიცვალა, რამაც მეტ მსხვერპლს მისცა საშუალება, გამოიყენოსძალადობის პრევენციის მექანიზმი.ცვლილებების პროცესს წინ უძღვოდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ექსპერტების მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასების მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება, ასევე, სამუშაო შეხვედრები როგორც საპოლიციო დანაყოფების, ისე არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ ცვლილებების პოზიტიური შედეგები ნათლად აისახა სტატისტიკურ მონაცემებში.„თუკი 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე – 44 შემთხვევაში  დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა,  2023 წლის 1-ლი მაისიდან 2024 წლის მარტის თვის ჩათვლით ციფრი 134-მდე გაიზარდა. 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის დასკვნაში, დადებითად არის შეფასებულისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასების ინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში, დეპარტამენტების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა სახის სტრუქტურული რეფორმები.მისი თქმით, რამდენიმეწლიანი საქმიანობის შედეგად, აღნიშნულ დეპარტამენტშიც გამოვლინდა საჭიროება ჩატარებულიყო ფუნქციონალური ანალიზი.„აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წელს დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებით იგეგმება დეპარტამენტის რეფორმირება. მათ შორის, იგეგმება დეპარტამენტის მანდატის ზრდა. უფრო კონკრეტულად, დეპარტამენტს დაემატება ახალი ფუნქცია – სამინისტროს შიგნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგი და ამ მიმართულებით პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ასევე, დეპარტამენტს შემოუერთდება მოწმისა დადაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. რა თქმა უნდა, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტში ადამიანური რესურსების ზრდაც იგეგმება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

სამართალი 1713523346

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას, აღნიშნული მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად.როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც, რომელთა შემუშავებაც მოხდა უწყებათაშორის ფორმატში, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით, არამედ სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით.„აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის არსებობა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკვე დაიწყო განახლებული, 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის ერთობლივად შემუშავების პროცესიც, რომელშიც, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება მისი პრევენციის კომპონენტზე.„გაგრძელდება აქტიური მუშაობა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით და მკვეთრად შემცირდეს მათი ნარკოტიკულ დანაშაულებში ჩაბმის ალბათობა“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.