ქართველი თეოდორა კახიანი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

00:19 06-13-2017
165

თეოდორა კახიანმა დღეს ქართველებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. ახალგაზრდა სპორტსმენმა გოგონამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

თეოდორა კახიანს ჩემპიონობა მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

"ისტორიული ოქროს მედალი, ის, რომ ევროპას ფარიკაობაში ქართველი ჩემპიონი ჰყავს და რომ ეს ჩემპიონი გოგონაა. ვარ უზომოდ ამაყი, რომ გვყავს ასეთი წარმატებული, ძლიერი და მოტივირებული ახალგაზრდა თაობა. დარწმუნებული ვარ - თეოდორა კახიანი კიდევ ბევრჯერ მოუტანს გამარჯვებას საქართველოს და ბევრ ახალგაზრდას შთააგონებს, რომ დაუღალავი შრომა და საქმისადმი სიყვარული ყოველთვის მოიტანს წარმატებას. ვულოცავ თეოდორას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და მადლობას ვუხდი იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელიც ამ გამარჯვების მოსაპოვებლად გასწია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.