სააღდგომო ტური ისრაელში საპატრიარქოსგან, სტანდარტულზე სამჯერ უფრო ძვირად

13:41 02-10-2017
65
თეგები: a:1:{i:0;i:621;}

შარშანწინ, მაისის თვეში, როცა გავიგე, რომ 26 მაისი სამშაბათი იყო და ერთადერთიდეი ოფით – 4 დღიანი დასვენების მოწყობა შემეძლო, მომენტალურად დავიწყებილეთების ძებნა.

ძალიან გამიკვირდა, როცა თელ ავივის ორ გზას, 170 დოლარად გადავაწყდი, მომენტალურად შევიძინე ბილეთები და სამი მეგობარიც ავიყოლიე. მოკლედ გავფრინდით. ქალაქი ძვირიანი იყო, მაგრამ მაინც შეიძლებოდა 10 ევროს ფარგლებში შაურმის, ან მაკდონალდსის მენიუს მირთმევა.

ქაუჩსერფინგით დავრჩით, მასპინძლებთან, შესაბამისად სასტუმროს ხარჯი არგვქონია, თუმცა, თუნდაც გვქონოდა, 3 ღამე 300 ლარამდე გვიჯდებოდა თითოს, დილის საუზმით. იერუსალიმში კიდევ 80 დოლარად წაგვიყვანა ტაქსიმ, ანუ კაცზე 20 დოლარი დაგვიჯდა.

თელ ავივი საზღვაო კურორტია, თანამედროვე, განვითარებული. ღამისცხოვრებაც მოწოდების სიმაღლეზეა, ქალაქი ბინძურია, მაგრამ საკმაოდ ლამაზიდა საინტერესო.

იერუსალიმი პირიქით, სიძველის და სიმშვიდის განსახიერებაა, უამრავი ტურისტით, ღირსშესანიშნაობები გვერდიგვერდაა ლამის განლაგებული. იერუსალიმიდან ასევე 70 დოლარად წაგიყვანთ ტაქსი მკვდარ ზღვაზე, სადაც ტალახით გაახალგაზრდავდებით, გზად იერიქონში შეირბენთ, პალესტინაა, მაგრამ უსაფრთხოა.

საზღვარზე აუცილებლად უნდა გქონდეთ ყველა დოკუმენტი წესრიგში, მერე რა, რომ უვიზოა: სამსახურიდან ცნობა ხელფასის მითითებით, ანგარიშზე არსებული თანხების ამონაწერი, სასტუმროს ჯავშანი, ავია ბილეთი დახურული თარიღით და პასუხები კითხვაზე „რატომ მიემგზავრებით ისრაელში“. ჩვენ ამ საბუთების ნახევარი ფაქტობრივად ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ გეგდოთ მაინც, რა იცი რა ხდება.

იერუსალიმიდან ასევე ახლოს არის ბეთლემიც, თუ ოდნავ უფრო დიდი ხნითმიდიხართნახეთ აუცილებლად.

შევაჯამოთ ხარჯები: ფრენა 170 დოლარი, კვება დღეში 30 დოლარი, 4 დღე 120, იერუსალიმში გამგზავრება და უკან –  40 დოლარი ტაქსით (თუმცა შეგიძლიათ ორჯერ იაფად წახვიდეთ, ავტობუსით), გაუთვალისწინებელი ხარჯები 30 დოლარამდე: წყალი, ნაყინი, ველოსიპედები, ა.შ. და რა გამოვიდა: 170+120+40+30=360  და ეს არის 4 სრული დღე უძვირეს და ძალიან საინტერესო ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, რომ სასტუმროში დარჩით, მაშინ 140 დოლარამდედაემატება და გამოვა 500 დოლარი, ოღონდ ეს ტურის ფასი არ არის, ჯიბისფული ტურში არ ითვლება ხოლმე. ტურის სრული ღირებულება ამ შემთხვევაში – ფრენას, ანუ 170 დოლარს + სასტუმრო 140 დოლარი, 310 დოლარი გამოვიდა.

და რა უცნაურია, როცა მსგავს ტურს საპატრიარქო, ისიცჩალის ფასადროგორცმრევლს, 1200-1500 დოლარად გვთავაზობდა მინიმუმ. გასაგებია, რომ იქ სულ რაღაც ორი ღამით მეტია, თუმცა ფასის გაოთხმაგებისთვის არასაკმარისი საბაბი.

მოდით, გავაკეთოთ ლოგიკური დაშვება, რომ აღდგომის პერიოდში ფასები იზრდება, მაგრამ ამდენით? საექსკურსიოც თითქმის არაფერია, ყველაფერი ისე ახლოს არის და ქალაქიც მარტივი და პატარაა.

ჰო და, სამი-ოთხჯერ მეტ ფასად პაკეტის შეძენა, რამე განსაკუთრებული მადლია?

ახლაც შევისეირნე საიტზე და 250 ევროს ფარგლებშია ბილეთები აღდგომის პერიოდზე, დავამატოთ ამას 5 დღე სასტუმრო, კიდევ 250 ევრო… საინტერესოა წელს რა ფასებში შეგვიძლია ვიხილოთ ცეცხლის გადმოსვლა საპატრიარქოს ტურის დახმარებით? შემოვლითი გზებით როგორც გავარკვიე, 1300-1400 დოლარის ფარგლებში ჯდება… რავიცი, რავიცი.

(იქნება და რას გვთავაზობენ და რის ხარჯზე გაძვირდა, შესაბამისად – დეტალური კვლევა და შედარება თქვენთვის მომინდია.)

გურამ შეროზია

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი