,,პრაიმტაიმის” სკანდალური ფოტორეპორტაჟი გარევაჭრობის ცენტრებიდან -EXCLUSIVE

12:39 01-23-2017
53

ამ წუთებში თბილისის მერიასთან მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნის მოტივად ორ მიზეზს ასახელებენ. პირველი, ეს არის კონკურენცია. აქციის მონაწილეების თქმით, გარემოვაჭრეები არ იხდიან გადასახადებს და გადასახადის გადამხდელ მოვაჭრეებს კონკურენციას უწევენ.  მეორე მიზეზით, კი გარემოვაჭრეები ქალაქს აბინძურებენ.

აქციის მონაწილეები მერიის წარმოამდგენელთან შეხვედრას ითხოვენ, მანამდე კი დაშლას არ აპირებენ.

სწორედ გარემოვაჭრეების თემასთან დაკავშირებით ,,პრაიმტაიმმა” მოამზადა ფოტორეპორტაჟი გარევაჭრობის ცენტრებიდან.

ავტორი: სალომე ჩადუნელი