ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქციიდან

19:54 11-21-2016
56

დღეს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობა დაიწყო. უცნობია დასრულდა თუ არა პირველი სხდომა, შეიკრიბებიან თუ არა მოსამართლეები უახლოეს დღეებში და როდის გახდება გადაწყვეტილება ცნობილი მხარეებისთვის.

კანონმდებლობის მიხედვით არ არის გაწერილი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის პროცედურები. შეგახსენეთ, რომ სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, რუსთავი 2-ის იურისტები ზეპირ მოსმენებს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებით კი პროცესებს მხოლოდ მოსამართლეები ესწრებიან და თათბირობენ.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მაქსიმუმ 2017 წლის 25 იანვარს უნდა გამოაცხადოს, რადგან სწორედ ამ დროს გასდის სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი 6 თვიანი ვადა საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად.

 

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად დღეს უზენაეს სასამართლოსთან აქცია გაიმართა, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ერთად პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები შეიკრიბნენ. “პრაიმტაიმი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტორეპორტაჟს აქციიდან

vts_6077 vts_6082 vts_6095 vts_6103 vts_6111 vts_6140 vts_6174 vts_6177 vts_6183 vts_6195 vts_6200 vts_6202 vts_6206 vts_6207 vts_6210 vts_6215 vts_6229 vts_6238 vts_6245 vts_6253 vts_6266 vts_6271 vts_6274 vts_6278 vts_6296 vts_6300 vts_6317 vts_6325 vts_6340 vts_6345 vts_6356 vts_6361 vts_6363 vts_6371 vts_6378 vts_6382 vts_6390 vts_6393 vts_6403 vts_6417 vts_6422 vts_6429 vts_6432 vts_6435 vts_6444 vts_6500 vts_6508 vts_6514

ავტორი: irina