გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე იმ ზიანზე საუბრობს, რომელიც შპს ,,ჯორჯიან მანგანეზმა” გარემოს მიაყენა

14:23 05-20-2017
124

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე  გადაცემა ,,ბიზნესკურიერში” შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში” მიმდინარე პროცესებზე და იმ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც ჭიათურაშია.

მაია ბითაძის განცხადებით, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზმა” ბევრი გარფთხილება მიიღო, რათა გამოესწორებინა ის ეკოლოგიური ზიანი, რომელიც 16 000 ჰექტარ ტერიტორიას მიაყენა, თუმცა უშედეგოთ. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სასამართლოს წესით შპს ,,ჯორჯიან მნგანეზში” სპეციალური მმართველის დანიშვნა.

,,ეს არ იყო ქირურგიული ჩარევა. 2012 წლიდან პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მაშინ როცა 2006 და 2009 წლიდან ფლობს კომპანია ლიცენზიას და ნებართვას როგორც გადამამუშავებელ ქარხანაზე ასევე წიაღით სარგებლობაზე. ჯერ კიდევ 2009 წელს კომპანიას განესაზღვრა გარემოს დაცვის რეგულაციების მიხედვით პირობები, მათ შორის უსაფრთხოების, მეწყერსაშიში ზონების სწორი მართვის, ნაყოფიერი ნიადაგის არდეგრადაციისთვის, ჰაერის, ტყის არდაბინძურების, ტექნოლოგიური პროცესის გამოსწორების.   ჯერ კიდევ 2012 წლიდან მესმის, რომ კომპანია ახალი ქარხნის ძველი ქარხნით ჩანაცვლებას და შლამსაცავის საკითხის მოგვარებას აპირებთ, რათა აცილებული იყოს მდინარე ყვირილას დაბინძურება, რამაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დაგვაყენა. ეს პროცესი მიმდინარეობს 2012 წლიდან”, – განაცხადა მაია ბითაძემ. 

მისი თქმით, კომპანიას დაახლოებით 10-მდე  ჯარიმა აქვს გამოწერილი. ,,2012 წლიდან ყოველ წელს ხდებოდა დაჯარიმება, როგორც სანებართვო ისე სალიცენზიო ობიექტზე”, – ამბობს მაია ბითაძე. 

მისივე თქმით, კომპანიას ასევე ბევრი სანქცია დაეკისრა რათა  გამოესწორებიან ის ზიანი, რომელიც გარემოს მიაყენა.

,,სანქციები, რომელიც კომპანიას გამოეწერა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის მიხედვით გამოწერილი. 5, 15 , 500 ლარი, მდინარის დაბინძურებისთვის სანქციები და ა.შ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავა იმისა, რომ ხელისუფლებამ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და ბევრ კომპანიას მიეცა საშუალება უნებართვო  ობიექტები მოეყვანა შესაბამისობაში. სტალინისა და ბერიას დროინდელი ტექნოლოგიებით აშენებული ქარხნები მოეყვანა საუკეთესო გარემოს დაცვით ტექნოლოგიებში და აეღო შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტი. დღეს 2017 წელია და კომპანიას ეს ჯერ არ გაუკეთებია”, – განაცხადა მაია ბითაძემ. 

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სპეციალურმა მმართველმა უნდა წარმოადგინოს გეგმა ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების მიმართულებით და ამ გეგმის შესასრულებლად მას 3 წელი მიეცემა.

,,ჩვენ საუბარი გვაქვს 16 000 ჰექტარზე პრაქტიკულად მთელ ქალაქზე, სადაც მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია წლების განმავლობაში. რამდენი ხანი  და ვალუტაში გადაყვანილი რა თანხა უნდა დაჭირდეს, რომ ეკოკომპენსაცია და შემარბილებელი ღონისძიებები განხორციელდეს ამას ჩვენ იმ სამი წლის განმავლობაში დავინახავთ, რომელიც  გეგმაში იქნება წარმოდგენილი. 

ყოველ წელს მიმდინარეობდა დაჯარიმება და მაისში განხორციელებული დაჯარიმება იყო ბოლო წერტილი”, – განაცხადა მაია ბითაძემ. 

მან ასევე განმარტა, თუ რატომ დაინიშნა სპეციალურ მმართველად ფეროშენადნობი ქარხნის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა ჩიქოვანი.

,,როდესაც ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ინიშნება ყოველთვის არის კითხვები. ეს იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ ის იყო გამოცდილი. ნიკოლოზ ჩიქოვანის კონცეფცია იყო ბევრად ადეკვატური, სხვებთან შედარებით”, – განაცხადა მაია ბითაძემ. 

 

 

ავტორი: თეონა აბესაძე