მთავარი თემა

საპროტესტო აქციები სომხეთში

„ბავშვის ფეისბუქის გამხსნელი დედები, რადიოში მრეკავები…“ – 7 ამოუხსნელი ქართული ფენომენი

11:35 02-08-2017
375
თეგები: a:1:{i:0;i:621;}

დედამიწაზე უამრავი ამოუხსნელი მოვლენაა, რაზეც ადამიანებს პასუხი არ გვაქვს, ფიქრით თავსაც ნაკლებად ვიღლით, ან ტვინს ვიჭყლეტთ და პასუხს ვეღარ ვპოულობთ.

თუმცა ამ მოვლენებს ემატება კიდევ უფრო უცნაური, ამოუხსნელი ფენომენი, რომელიც მისტიკურიც არის, საოცარიც და საერთოდ – რომ ვერ წარმოდგედინათ, მაგრამ ისინი რეალურად არსებობენ, თუმცა პირადად ჩემთვის, ისინი მაინც ზებუნებრივ, პასუხგაუცემელ მოვლენად რჩებიან:

  1. ბავშვის ფეისბუქის გამხსნელი დედები (ხანდახან მამებიც), რომლებიც ალაიქებენ, აკომენტარებენ, შემდეგ სტილში: ბებომ (დედამთილთან პირფერობა) ახალი ბაჩები გვიყიდაო! ლა კალგები ვალთო, დედიკო გვიკვარსო… ა.შ. მომკალით და ვერ ვიგებ!
  2. ყველაფრით უკმაყოფილოები – მაგალითად:
  • თუ ვინმე ქველმოქმედების შესახებ ინფოს გაავცელებს, ქოთქოთებენ: თუ რამეს აკეთებ ჩუმად უნდა აკეთო, პიარისთვის აკეთებ, ნაძირალა ხარ, ამოწყდი!
  • რჩევებს გასცემ და – რას გვესაუბრები დამრიგებლური ტონით, ვის რა უნდა ასწავლო, ნაძირალა ხარ ამოწყდი!
  • ბინაზე ფასდაკლებაა, ან ბანკის აქცია და: თქვენ ვის გაახარებთ, ხალხის გასაყვლებად ხართ შექმნილები, ამოწყდით!
  • თუ 1 თვიან კამპანიას დაიწყებ, სადაც მაგალითად უპატრონო ძაღლებს დააპურებ: დანარჩენი 11 თვე რა ქნან საწყალმა ძაღლებმა, თქვე მათხოვრები!

მოკლედ, ვერაფრით აამებ, ვერასდროს, არც იოცნებო!

  1. რადიოში მრეკავები, ჯერ რომ იწყებენ: პირველ რიგში შენ გიძღვნი ჩემო კარგო (წამყვანს), მერე ყველა კარგ ადამიანს და…. რომ მოიკითხავენ ადამის მოდგმას და მერე სიმღერას რომ უკვეთავენ. ფულს რომ იხდიან ამაში. იუთუბი, საუნდ ქლაუდი და ა.შ. რომ არ გაუგიათ რა არის, სულ რომ რეკავენ და რეკავენ.
  2. ნებისმიერი ჯვრის ფორმის ფოტოზე, თუ გამოსახულებაზე – ისტერიულად რომ წერენ:
  • AMIN
  • Amen
  • Амин
  • ამმიიინნნ

და მართლა რომ ჰგონიათ, რომ სასწაული მოხდება და ციდან მირონის წვიმა წამოვა. და ალბათ სწორედ ეს ხალხია, ვინც შემდგომში წითელ კვერცხებზე, ხატებზე, ან აბიბინებულ ჯეჯილზე დაგთაგავთ ათას სხვა “ფრენდთან” ერთად და ამ თაგის მადლი ცხოვრებას გაგიცისკროვნებთ. :/

  1. შუქნიშანთან შენს უკან რომ დგანან და წითელი აინთება თუ არა რომ გისიგნალებენ. ანუ, ანთება და შენი გაფრენა ერთი რომ უნდა იყოს, პრინციპულად რომ მიზოზინებ და ლამის საჭეს რომ ურახუნებს თავის ისტერიჩკა თავს.

აქვე ისინიც, „პროწივზე“ რომ მოდიან, წინ რომ აეტუზები და არ ატარებ, ან ფანჯარას რომ ჩაუწევ „გასაიასნებლად“ და სანამ ხმას ამოიღებ, მიბნედილი თვალებით და ჩახრინწული ხმით რომ გეკითხება: რამე პრობლემაა ძმაააა?

  1. სამშენებლო კომპანიას რომ აქცია აქვს და უწერიათ, რომ 100 კვადრატული ბინა იყიდება 70,000 დოლარად და რომ დაეყრებიან კომენტარებში:
  • Ra girs kvadratuli
  • Kvadrati ra Xiiirs?
  • квадратулис фаси рамдениаа????
  • Mipasuxeeeettt?

თან შესაშური მოთმინების მქონე ადმინმა სათითაოდ რომ უპასუხა და კიდევ და კიდევ რომ წერენ.

რომ გინდა ბღავილით აღმოგხდეს: შვიდასი, შვიდასი, შვიდასიიიიიი!!!! და მერე იქვე რომ დაასხმევინო არარსებული ტვინები!

  1. ლათინურ შრიფტიანი ბრძენები, უზარმაზარ სტატუსებს რომ წერენ, აბდაუბდა პუნქტუაციით და სინტაქსით და ლათინური შრიფტით. აქაც ორი უკიდურესობაა, ძალიან „ქაჯები“, მაგ: sixvaruli, hemodi feisbukze, xaxachosa sihitlita xana daumhwenebia… და მეორეები, მეტისმეტად „მოწესრიგებულები“: rogor khar? Gantskhadeba, tskheli da tsivi და ა.შ.
  2. ტუტუცი ბავშვების მშობლები, ძირითადად დედები, ან ახალგაზრდა ბებია-ბაბუები – აი სადმე შორს რომ მიდიხარ და ბავშვი ზედ რომ გივლის, ფეხებს გაწმენდს და მშვიდად რომ ეუბნება „მორჩი დათუნა, დედა/ბიძიას ნუ აწუხებ ნინუცა“ და თავის საქმეს რომ აგრძელებს, ნაცვლად იმისა, რომ გადასვას ბავშვი, ან ბოდიში მაინც მოგიხადოს მსგავსი „პატივისთვის“.
  3. mail.ru-ს მეილიანები. კაცმა არ იცის, როდის გახსნეს მეილი, იქნებ იმ დროს არ იყო ჯიმეილი, ან არ ვიცი, მაგრამ შე დალოცვილო, აი რაღა დროს მეილ.რუ-ა! პატრიოტების რისხვას ცალკე დაიმსახურებთ, რუსული პროდუქტის მოხმარებისთვის…
    ავტორი: ნინო მჭედლიშვილი