2017 წლისთვის საშემოდგომო, საზაფხულო და საგაზაფხულო არდადეგების განრიგი განისაზღვრა

1
7032

2017 წლისთვის საჯარო სკოლებში გაზაფხულის, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების, ასევე სასწავლო წლის დაწყების თარიღები უკვე განისაზღვრა.

განათლების მინისტრის ბრძანებულებით დადგინდა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 15 ივნისის წინა პარასკევი.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

ზამთრის არდადეგები განისაზღვრა 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე.

საგაზაფხულო არდადეგები განისაზღვროა 8 მარტიდან 15 მარტამდე.“

ზაფხულის არდადეგები განისაზღვროს 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.“

წყარო: edu.aris.ge

 

loading...

1 COMMENT

  1. დღეს გავრცელდა განცხადება ყველა საინფორმაციო საააგენტოში
    ცოტატა” განათლების მინისტრის ბრძანებულებით დადგინდა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 15 ივნისის წინა პარასკევი.’
    განნარტება ყველასთვის:
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი როგორც აღმასრულებელი ხელისუდფლების წარმომადგენელი გამოსცემს მხოლოდ ა) ინდიდიდუალურ – ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ბ) ნორმატიულ- ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
    ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად 11 მუხლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებასა და დეკრეტს, აგრეთვე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება).
    დასკვნა: სტატიაში ბრძანებულება შეუსაბამოა ვინაიდან არცერთი მინისტრი არ არის უფლებამოსილი გამოსცეს ბრძანებულება !!!!
    უნდა ეწეროს – ბრძანება!!!!!!!!!!!!!!!

Comments are closed.