10 მოულოდნელი აღმოჩენა, რომ ქორწინება განქორწინებით დასრულდება

0
164

ყურადღების ნაკლებობა ან ღალატი განქორწინების მთავარი მიზეზებია, მაგრამ კიდევ რა შეიძლება გახდეს განქორწინების საფუძველი? სავარაუდო მიზეზები ნამდვილად გაგაოცებთ.
დაქორწინდით ინსტიტუტში სწავლისას ან 32 წლის შემდეგ

პირველი სიყვარული, რომელიც ქორწინებით გვირგვინდება, კარგია, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, ნაადრევი ქორწინება ხშირად განქორწინებით სრულდება. ასეთივე შედეგით სრულდება ქორწინება 30 წლის ზემოთ წყვილებში. ამ პერიოდისთვის ადამიანს უკვე ჩამოყალიბებული ჩვეულებები აქვს, რაც ხშირად ხდება მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი.

ოჯახში ორი ქალიშვილია

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ განქორწინება უფრო ხშირად ხდება იმ ოჯახებში, სადაც ორი გოგონა იზრდება. ფსიქოლოგები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ მამებს ვაჟის დაბადება უფრო უხარიათ.


თქვენი მშობლები განქორწინებულები არიან

თუ თავად არასრულ ოჯახში გაიზარდეთ, თქვენი განქორწინების შანსი 40 პროცენტით იზრდება.

ფინანსური პრობლემები

უფულობა მყარ ოჯახსაც კი ურყევს საფუძველს. განქორწინების საფრთხის ქვეშაა ის ოჯახი, რომელშიც ერთი შემომტანია, მეორე – ფანტია.

არაფოტოგენურობა

თუ საქორწინო ფოტოებზე ერთ-ერთი მეუღლე მუდამ უკმაყოფილო გამომეტყველებით გამოდის, ასეთი ოჯახი განქორწინების კანდიდატია.

მეუღლე ეწევა, თქვენ – არა

ასეთი მავნე ჩვევაც კი არ გაერთიანებთ და დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ საერთო არაფერი გაქვთ.

თუ პირველი

შვილი ქორწინებიდან 8 თვეზე ადრე დაიბადა

სტატისტიკის თანახმად, ოჯახი, რომელშიც ბავშვი ქორწინებამდე იბადება, განქორწინების საფრთხის ქვეშაა.

ცოლს ქმარზე მეტი ხელფასი აქვს

ასეთ ოჯახებში 60 პროცენტით იზრდება განქორწინების შანსი.

ცოლი ქმარზე ასაკით უფროსია

თუ ცოლი ქმარზე 1 წლითაც კი დიდია, იგი დედასავით იწყებს ქმარზე ზრუნვას, რასაც ოჯახი განქორწინებამდე მიჰყავს.

ერთ-ერთი მეუღლე თვლის, რომ მუდამ მართალია

ხანდახან მაინც უნდა აღიაროთ საკუთარი შეცდომა, რათა ოჯახში ჰარმონიული სიტუაცია შეინარჩუნოთ. თუ ასე არ ხდება, განქორწინების კანდიდატი ხდებით.

წყარო

loading...