ჰერბერტ ზალბერის პირველი ოფიციალური კომენტარი ცხინვალის რეგიონში გაკეთებული განცხადების შემდეგ

0
24

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა ცხინვალის რეგიონში გაკეთებული სკანდალური განცადების შემდეგ პირველი განამარტება გააკთა.

ჰერბერტ ზალბერმა ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროშ შეხვედრა გამართა. ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა.

„მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის, რომ მოხვედით აქ. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგებთან განვიხილეთ საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირი ერთგულია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო ევროკაშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია,“ – განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.  

ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში ორი დღის წინ შეხვდა. შეხვედრის ვიდეოკადრები ადგილობრივმა სააგენტოებმა გაავრცელეს. 

loading...