„კი მივეჩვიე თითქმის ამ ქვეყანაში უპასუხისმგებლო ადამიანებს, მაგრამ ეხლა ძაან გამწარებული ვარ. დღეს თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვი ჩამოვიყვანე, მრავალშვილიანი ოჯახიდან რომელსაც თვალები აქვს საოპერაციო. 5-ს 10 წუთი აკლდა მივიყვანე ჯავრიშვილის კლინიკაში “ოფთალმიჯი”. ბავშვთა ექიმმა ერთი წამით მოსწყვიტა თვალი ფეისბუქს და გამოაცხადა 6-ის ნახევრამდე ვმუშაობ, გასინჯვას ერთი საათი მაინც უნდა და ვერ მოვასწრებო. პროსტა ორჯერ როგორ გულით ვთხოვე, ამ ბავშვს უკან ნუ გამატან 15 წუთის გამო, სოფლიდან ჩამოვიყვანეთქო, რაზეც აღშფოთდა და გამოგვიშვა გარეთ მაინც. ყოჩაღ “ოფთალმიჯი”, ასეთი ადამიანები დანიშნეთ ბავშვების ექიმად…
არაუშავს ხვალ ახალ კლინიკას მოვძებნი და თავიდან ჩამოვიყვან ბავშვს, სახელი და გვარი არ ვიცი ამ ექიმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შეცდომით არის ბავშვთა ექიმი…“ – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აკა ის ადამიანია, რომელიც უკვე არაერთ სოციალურად დაუცველ ბავშვსა და ოჯახს დაეხმარა, სხვა კეთილ ადამიანებთან ერთად.