დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ქართველი ტრანსსექსუალი არაბ ბიზნესმენზე გათხოვდა – „ქმრის ნათესავებმა არ იციან, რომ ტრანსსექსუალი ვარ“ – exclusive

11:52 05-15-2017
145
თეგები: a:1:{i:0;i:2603;}

ქართველი ტრანსსექსუალი ანა კოვალენკო გათხოვდა. მისი რჩეული არაბი ბიზნესმენი მუჰამედ აბას-აბასი გახლავთ. ანამ სპეციალურად თავისი რჩეულისთვის სარწმუნოება გამოიცვალა და მუსლიმანი გახდა. როგორც ანა ამბობს, მისმა ნათესავებმა არ იციან, რომ ანა ტრანსსექსუალია. ჩვენ ანასთან ინტერვიუ ვაიბერის საშუალებით ჩავწერეთ.

– ანა, გვიამბე, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– სამი თვის წინ დავტოვე საქართველო. ჩემს მეგობართან წამოვედი არაბეთში დასასვენებლად. აეროპორტში, ჩემი სქესიდან გამომდინარე, დაძაბული ვიყავი, პასპორტი კი მაქვს შეცვლილი, მაგრამ იქ ქერა თმა მქონდა, ახლა კი შავ თმას ვატარებ. ჩემი მომავალი ქმარი მეგობარს ელოდებოდა აეროპორტში. იქ შემამჩნია პირველად. პოლიციის თანამშრომელია, ჩემი მოძებნა არ გასჭირვებია. 5 დღეში თვითონ დამიკავშირდა. ძალიან გამიკვირდა.
– რატომ დატოვე საქართველო?
– მეგობართან წამოვედი. დეპრესია მქონდა, ახალი დაშორებული ვიყავი ბოიფრენდთან და ვიფიქრე, ეს ვოიაჟი გამომიყვანდა მდგომარეობიდან.
– რამდენადაც მახსოვს, ადრეც იყავი გათხოვილი, ხომ არ ვცდები?
– კი, წარსულში ბათუმში ვიყავი გათხოვილი. 6-თვიანი ურთიერთობა დავასრულე. ახლა მეცინება ამ ურთიერთობაზე.
– რას საქმიანობს შენი ახლანდელი მეუღლე?
– პოლიციის თანამშრომელია, თან სწავლობს და პატარ-პატარა ბიზნესები აქვს.
– ჰეტეროსექსუალია?


– კი. დუბაიში ნახევარზე მეტი ტურისტებისთვის გადავლილი აქვს, როგორც მამაკაცს. ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი, მაგრამ ვერ მოთოკა გრძნობები. თავიდან ჩემი ორიენტაცია მისთვის გაოგნების საბაბი იყო. რატომღაც არ ელოდებოდა, რომ ტრანსსექსუალი აღმოვჩნდებოდი. შევუყვარდი და ჩემს გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. ასეა დღემდე, ჩემი ორიენტაცია მისთვის პრობლემა არ არის. ერთ წელიწადში ტაილანდში ვაპირებთ წასვლას. იქ ოპერაციას გავიკეთებ და აღარ დავბრუნდებით არაბეთში.
– მისი ტრადიციული ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ იმ ამბავს, რომ მათი ოჯახის წევრმა ტრანსსექსუალზე იქორწინა?
– არ დაგიმალავთ, მისმა მშობლებმა ჩემი ორიენტაციის შესახებ არაფერი იციან. ახლა ჩვენ დანიშნულები ვართ, მაგრამ მის მშობლებს სურვილი აქვთ, მალე დავქორწინდეთ და მათთან გადავიდეთ საცხოვრებლად. აქ ასეთი ტრადიციაა, ახალი ცოლ-ქმარი ქორწინების მერე ბიჭის ოჯახში გადადიან საცხოვრებლად. მისმა ერთმა დეიდამ ჭორის დონეზე კი გაიგო ჩემი ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ეს ეჭვები გავუფანტეთ.
– არც ისე რთული გასარჩევია ტრანსსექსუალი ქალი ნამდვილი ქალისგან. როგორ ახერხებ, რომ ამდენ ხანს ტყუილში აცხოვრო შენი რჩეულის ახლობლები და ნათესავები?


– მშვენივრად. გარეგნულად სულ არ მეტყობა, რომ ტრანსსექსუალი ვარ. ამათ ფონზე მე აზიური შეხედულების პრიმადონა ვარ. მის ნათესავებსაც მობეზრდათ მისი სასიყვარულო ისტორიები, უნდათ, რომ დაღვინდეს და ოჯახი შექმნას.
– შენ ქრისტიანი ხარ, ის მუსლიმანი, როგორ დაქორწინდებით?
– მე შევიცვალე სარწმუნოება, მუსლიმანი გავხდი.
– რამდენი წლისაა? თქვენს შორის ასაკობრივი სხვაობა არის?
– კი, არის. 25 წლის არის, მე 32-ის. მაგრამ ამ სხვაობისთვის ყურადღება არც ერთს არ მიგვიქცევია. ჩემი ყველა ბოიფრენდი ასაკით პატარა იყო ჩემზე, ჩემზე დიდები არ მომწონდა არასდროს. ეტყობა, პედაგოგობა კარგად მოვირგე.


– არის რაიმე ტრადიცია მანდ, რაც შენთვის რთულად მისაღებია?
– პირველ რიგში, ჩაცმის კულტურა. საქართველოში ზედმეტად გამომწვევად მეცვა. აქ ასე ვერ ივლი. ეს მუსლიმანური ქვეყანაა. მაცვია მათი ნაციონალური კაბა – აბაია. ზაფხულში ძალიან რთულია ასეთი დახურული კაბით გარეთ გასვლა. არ მომწონს ამათი სამზარეულო, კუჭს მატკიებს. ამათ არ იციან მეგობრებთან ყავაზე მისვლა. მხოლოდ დღესასწაულზე იკრიბებიან. დუბაიში სხვანაირად არის, „კუპალნიკითაც“ გავსულვარ პლაჟზე, მაგრამ ეს არაბეთის დედაქალაქია და მკაცრი წესებია. ასე მგონია, ციხეში ვარ.
– შვილებზე გილაპარაკიათ?
– არა. მე იმდენად მესაკუთრე და ეჭვიანი ვარ, სუროგაციაზეც ვერ დავთანხმდები.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი