მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

“უფრო კომფორტული იქნება თუ მამაო ჯვარს დადებს, კაბას გაიხდის და ისე წარსდგება სასამართლოს წინაშე” – მამალაძე

22:45 05-19-2017
19
თეგები: a:2:{i:0;i:1507;i:1;i:1412;}

ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის განცხადებით, სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ არსებული ჩანაწერების გამო სასამართლო სხდომა უდნა დახურულიყო. ამის შესახებ ირაკლი მამალაძემ გადაცემა “რექციაში” განაცხადა.

“აღნიშნულ ჩანაწერებში ნამდვილად არის საუბრები, რომლებიც შეიცავს სასულიერო პირებისა და ასევე ერთ-ერთი ეპარქიის მრევლის პირადი ცხოვრების გარკვეულ მომენტებს. ამ საუბრების გასაჯაროება შეუძლებელია. თუ მამა გიორგის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ სასამართლო სხდომა არ დაიხუროს და ეს ჩანაწერები გასაჯაროვდეს, მაშინ უფრო კომფორტული იქნება თუ ის ჯვარს დადებს, კაბას გაიხდის და ისე წარსდგება სასამართლოს წინაშე. მაშინ გამოვიტანოთ ეს ჩანაწერები და ეკლესიას აცდება გარკვეულ უხერხულობას. ის როგორ ჩვეულებრივი პირი, ისე წარსდგეს სასამართლოს წინაშე, ” – განაცხადა მამალაძემ.

 

ავტორი: თეონა აბესაძე