საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასზე პირველ შეხვედრას 11 თებერვალს გამართავს

27

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 11 თებერვლიდან ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმება. ერთა თასის აღნიშნული სეზონი 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, თუმცა, “ბორჯღალოსნები” შესარჩევში არ მონაწილეობენ, რადგან 2015 წელს ავტომატურად მოიპოვეს მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 11 თებერვალს ბრიუსელში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო შეხვედრას “ბორჯღალოსნები” 19 თებერვალს, რუსთავში, “რუსთავი არენაზე” გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამართავენ.
4 მარტს ჩვენი გუნდი ესპანეთს ეწვევა და ვალიადოლიდთან ახლოს, პატარა ქალაქ მედინა დელ კამპოში მასპინძელ გუნდს შეხვდება. ერთი კვირის შემდეგ კი თბილისში რუსეთის ნაკრები ჩამოვა. თამაში ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება.
18 მარტს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/