პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

777

პრეზიდენტის სიძე დაჭრეს, შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მინდია გოგოჭური ფეხშია დაჭრილი.

სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მინდია გოგოჭური ქვეყნის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.

შსს მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს ადასტურებს.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118 ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და 236, იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო.