არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ნინო ვარსიმაშვილი ჰოლივუდში საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზეა წარდგენილი – exclusive

11:49 07-18-2016
47

პროფესიით სტომატოლოგია, მოწოდებით – მწერალი და მსახიობი. ბავშვობაში, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ნინო მამამ დაიტოვა.

11 წლის გოგონას არავინ ჰკითხა ვისთან უნდოდა ცხოვრება. უდედოდ დარჩენილმა პატარა გოგონამ წერადაიწყო. წერდა დედაზე, მის მონატრებაზე და ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო. გარკვეული პერიოდი დუბაიში მოუწია ცხოვრება. მერე რატი წითელაძე გაიცნოდა მისი სამსახიობო კარიერაცდაიწყო. დღეს, ნინო ვარსიმაშვილი ამერიკის კინოფესტივალზე W.I.N.D. Festival საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზეა წარდგენილი, ფილმისთვის „დედა“, სადაც მთავარი გმირი განასახიერა.
ფილმის სცენარი თავად ნინოს ეკუთვნის, რეჟისორი კი რატი წითელაძე გახლავთ. რატის ფართო აუდიტორია „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ იცნობს. დღეს ნინო „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად მოუყვება ფილმის გადაღების დეტალებსა და ფესტივალზე მოხვედრის ამბებს.

– ფესტივალი (W.I.N.D. Festival), რომელზეც ეს ფილმია წარდგენილი, უკვე მეექვსე წელია ტარდება ჰოლივუდში. აქცენტი კეთდება ოჯახურ ძალადობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა უფლებებზე. ჩვენი ფილმითაც იმიტომ დაინტერესდნენ, რომ მარტოხელა დედის ამბავსასახავს, რომელიც იძულებულია თავისი არაკანონიერი ახალშობილი დამალოს იმისთვის, რომ საზოგადოებამ არ გაკიცხოს. ფილმში ასახული ისტორია რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული. ჩემი მეგობარი იყო იდენტურ მდგომარეობაში, შესაბამისად, კარგად ვიცოდი ყველა ის ტკივილი, განცდა, რომელიც ამ ქალმა გამოიარა. იმის გათვალისწინებით, რომ შვილი არ მყავს, ამოუხსნელი ფენომენია ჩემთვის დედობრივი ინსტინქტი, მით უფრო ის, თუ როგორ მალავს საკუთარ შვილს დედა ყველგან. სახლიდან მოშორებით მაღაზიებში უწევს ჩემს გმირს პამპერსის ყიდვა, რომ მეზობელმა არ დაინახოს.
– სად გადაიღეთ ფილმი?
– თხუთმეთწუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც თბილისში გადავიღეთ. დაბალბიუჯეტიანი ფილმია და ძირითადად ნათესავები მოვიწვიეთ პატარა როლებზე. მსახიობი არავინ არის, არც მე.
– პროფესიით მსახიობი არ ხარ?
– არა, პროფესიით სტომატოლოგი ვარ. მაგრამ ლოსანჯელესში „ჰიბრიდ კონსერვატორიაში“, სამსახიობო ოსტატობისოთხთვიანი კურსი გავიარე. ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ 11 წლის ვიყავი. პირველი ლექსი დედას დავუწერე. ინსპირაცია იყო ის მანძილი, რაც დედასთანმაშორებდა. მაშინ უკვე მწერლობაზე ვოცნებობდი (იღიმება).
– მამასთან დარჩი?
– მოგეხსენებათ საქართველოში პატრიარქატია, მამასთან დამტოვეს, მე არავინ მკითხა ვისთან მინდოდა. მამასთან 17 წლამდე ვიცხოვრე, უბრალოდ, დედა 4 წელი არ მყავდა ნანახი. 17 წლის ასაკში წავედი დედასთან დუბაიში და 10 წელის ვცხოვრობდი იქ.
– რას საქმიანობდი დუბაიში?
– უძრავი ქონების სააგენტოებში ვმუშაობდი, გაყიდვებზე და გაქირავებებზე.
– გვიან დაგიწყია მსახიობობა…
– ჰო, ძალიან გვიან. პირველი ჩემი სცენარი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წვრილმანები“.
– და უკვე საუკეთესო ქალი მსახიობი…
– ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ამ ნომინაციაზე წარდგენა. პროფესიონალი მსახიობები წლების განმავლობაში ელოდებიან ამ წარმატებას. ჩემთვის კი ეს პირველი ნაბიჯებია. ფილმი „დედა“ გადავაგზავნეთ სხვადასხვა ამერიკულ კინოფესტივალებზე და ზემოთ აღნიშნული ფესტივალიდან მივიღეთ იმეილი, რომ ფილმი წარდგენილია საკუკეთესო მოკლემეტრაჟინი ფილმის ნომინაციაზე, ხოლო საუკეთესო მსახიობ ქალის ნომინაციაზე წარდგენილი ვარ მე.
– ჩვენება როდის გაიმართება?
– დეკემბერში.
– ალბათ, რთული იყოშენთვის ფილმზე მუშაობა, მითუმეტეს, რომ ამ მხივ ცოტაგამოცდილება გაქვს…
– საერთოდ, ბუნებით ძალიან მორიდებული ვარ. სხვა რომ ყოფილიყო რეჟისორი, ალბათ, ვინერვიულებდი, მაგრამ რატის უკვე დიდი ხანიავიცნობ, მასთან მუშაობა კომფორტია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ყვირის, ვკამათობთ კიდეც, მაინც მიადვილდება მასთან მუშაობა, საერთოდ არ ვნერვიულობ. რატი რომ არა, ალბათ, მსახიობის კარიერაზე არც ვიფიქრებდი.
– ნინო, კიდევ სხვა სცენარი გაქვს დაწერილი?
– ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი სცენარი იყო „ცარიელი სახლი“, რომელიც საკმაოდ დიდბიუჯეტიანია და ამიტომ ჯერ ამ ფილმის გადაღება ვერ მოვახერხეთ. ფილმის სცენარი ჩემს ბავშვობაზეა. ომზე, რომელიც ოჯახის შიგნით მძვინვარებს. რამოდენიმე ფესტივალზე ეს სცენარიც მოხვდა, თუმცა ბიუჯეტის გამო გადაღება ჯერარ მომხდარა. მაგრამ, როცა პირველივე ჩემი სცენარი სხვადასხვა ფესტივალებზე გადის, ეს უკვე წარმატებაა ჩემთვის.
– კიდევ რომელ ფილმში გითამაშია?
– ჩემი და რატის პირველი ფილმი იყო „წვრილმანები“. ჩვენ უკვე ჩვენი კომპანია გვაქვს „არტ ვეი ფილმი“. ეს ფილმი არის ურთიერთობებზე და პრობლემებზე. ფილმის ისტორია ასახავს თუ როგორი ლამაზია ყველაფერი ურთიერთობის დასაწყისში და როგორც კი იქორწინებ, სიყვარული ნელ-ნელა ჭკნება, ფერი გასდის, ხუნდება. ამ ფილმით ვაბობთ იმას, რომ ბედნიერებისთვის არ არის საჭირო დიდი ფული, პატარა სიურპრიზიც ახარებს ქალსაც და კაცსაც. ამიტომაც ჰქვია ფილმს „წვრილმანები“.
– ვინ არის შენი პარტნიორი ფილმში?
– რატი. მე და რატი ფილმში ცოლ-ქმარი ვართ.
– რეალურ ცხოვრებაში გყავს ოჯახი?
– სამწუხაროდ, ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებ.
– შენსა და რატის შორის რამე ხდება?
– ერთად ვმუშაობთ, პირადულ თემებზე ვერ ვილაპარაკებ. თავად რატის ჰკითხეთ.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

1513676_826378740744894_3860304544362863873_n 10155735_768877196495049_5166697564302606160_n 10702022_733728193343283_2384713618315903795_n 11041568_851801274869307_488464191862851753_o 11234806_851801358202632_6845995608148771798_n 12072736_915736295142471_8698006808395993491_n 12079505_915736348475799_7114799876924919903_n 12087941_915735825142518_8717772835400759563_o 12107139_915735395142561_8123612614934228714_n 12115951_916878045028296_5480795478140335223_n 12119022_915736291809138_2099019472177608622_n

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი