ნაძალადევის რაიონში მდებარე პურის საცხობში ორი გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

0
538

ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/