დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

18:39 05-19-2017
10

2017 წლის 19 მაისს ქ. ნიქოზიაში გაიმართა ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთამინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლზე.ამასთანავე, მონაწილეებმა იმსჯელეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, კულტურული ძეგლების განადგურებისა და მიგრაციის საკითხებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისადმი საქართველოსერთგულება.  როგორც მინისტრმა აღნიშნა დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია და ქვეყნის დემოკრატიულიტრანსფორმაციის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო განზომილებაში გადავიდეს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე.

“მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, სასამართლო სისტემის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა – საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტებია. მოხარულნივართ განვაცხადოთ, რომ საქართველომ თანმიმდევრული და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღისწესრიგი წარმოადგენს საგზაო რუკას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ მიჰყავს.

საქართველოს ძირეული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, მტკიცედ გვწამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო მონიტორინგის ეტაპიდან პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადავიდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განზომილებაში. ეს დამსახურებელი პროგრესი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის და ასევე სტიმული დემოკრატიულირეფორმების განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა შემდგომი დაცვის მიმართულებით”- აღნიშნა მინისტრმა.

მიხელ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანისუფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 2017 წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას,რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში,ამჟამად ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისკონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში” მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ანგარიში გახდა მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი დასხდომის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ გენერალური მდივნის ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზებოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

მინისტერიალზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დაგმეს რუსეთისფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს მასზე ნაკისრი ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკას. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაწარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შორისაა საზოგადოების ყველაზე სუსტი ჯგუფებისთვისადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მხარდაჭერა და განათლებისხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საგარეო უწყებისხელმძღვანელი შეხვდა პორტუგალიის, ლატვიისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისათვის, მათ შორის ევროპის საბჭოსფორმატში.

 

ავტორი: თეონა აბესაძე