ლინკოლნ მიტჩელი გიგი უგულავას ორ არჩევანზე მიუთითებს

0
411

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკური განვითარების, კვლევის და სტრატეგიის სფეროში კონსულტანტი ლინკოლნ მიტჩელი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების შემდგომ მოვლენებს ელის.

როგორც მიტჩელმა “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნა, ახლა საინტერესო ისაა, უგულავა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გააგრძელებს ბრძოლას, თუ ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის.

“გიგი უგულავას მსჯავრი შეუმცირეს და ახლა ის საპატიმროს გარეთაა. ეს არ არის თავისი არსით, მნიშვნელოვანი ახალი ამბავი. ჩემთვის უფრო საინტერესოა კითხვა, რას გააკეთებს ის ახლა და შეეცდება თუ არა ჩაერთოს პოლიტიკაში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, თუ ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის”, – აცხადებს მიტჩელი.

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო გუშინ საღამოს მას შემდეგ დატოვა, რაც მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ის და დავით კეზერაშვილი რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი.

“თბილსერვისის” ეპიზოდთან დაკავშირებით კი სასამართლომ უგულავას ერთი წლით, სამი თვითა და 22 დღით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასჯელის ათვლა დაიწყო უგულავას ფაქტობრივი დაპატიმრებიდან და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სარჩელის ვადა გუშინ ამოიწურა.

loading...