დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ლინკოლნ მიტჩელი: განცხადება იმის შესახებ, რომ მოსამართლეს ივანიშვილი აკონტოლებს „რუსთავი 2“ -ის რიტორიკის ნაწილია

20:53 10-20-2015
7

მოსამართლის მეუღლის  მიერ,  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი შემაშფოთებელია, მაგრამ ამ მიზეზით, საქმიდან მოსამართლის აცილება არ უნდა მოხდეს.

ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლინკოლნ მიტჩელმა Primetimenews-განუცხადა.

„რუსთავი 2“ – ის კონკრეტული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსამართლის დედამ რაღაც გააკეთა ან არ გააკეთა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა  გადამწყვეტი. მოსამართლის მეუღლის  მიერ,  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი შემაშფოთებელია, მაგრამ ამ მიზეზით, საქმიდან მოსამართლის აცილება არ უნდა მოხდეს.  „რუსთავი 2“ ფიქრობს, რომ მოსამართლე ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლდება, თუმცა ჩემი აზრით, ეს მხოლოდ „რუსთავი 2“ -ის  სტანდარტული რიტორიკის ნაწილია“,- აცხადებს მიტჩელი.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობასა და მედიის შეზღუდვას შორის ძალიან ვიწრო ხაზზე გადის.

„სწორედ ამიტომ, გყავდეს მოსამართლე, რომელიც საყვედურს მიღმა იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს, კარგი იქნებოდა“,-აცხადებს მიტჩელი.

 

 

ავტორი: