მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

კეთილი ინებოს ეკა ბესელიამ და უზრუნველყოს კერძო საკუთრების უფლება – ზვიად კუპრავა

13:50 01-09-2017
18

კეთილი ინებოს ქალბატონმა ბესელიამ, რომელმაც უზრუნველყო გურამ ჟორდანია პოლიტპატიმართა სიაში ჩაესვა და ასევე უზრუნველყოს კერძო საკუთრების უფლება, რათა დაზარალებულს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად შევიდეს საკუთარ ბინაში და ხელს არ უშლიდეს ე.წ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსული კრიმინალი გურამ ჟორდანია, – ამის შესახებ “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში განაცხადა.

ზვიად კუპრავას განცხადებით, პოლიტპატიმრის წოდებით ციხიდან გათავისუფლებული გურამ ჟორდანია, დაზარალებულ კალანდიას საკუთარ ბინაში შესვლის ნებას არ აძლევს და ემუქრება. 

“ქალბატონმა მოგვმართა დახმარებისთვის. არის ასეთ პიროვნება – გურამ ჟორდანია, რომელიც თავის დროზე პასუხისგებაში იყო მიცემული ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის, ხოლო 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს ადამიანი გამოვიდა, როგორც პოლიტპატიმრის სტატუსით. დღეს ეს ადამიანი შესულია ქალბატონის ბინაში, კერძო საკუთრებაში უკანონოდ იმყოფება თითქმის ორი წელია და მესაკუთრის ნების მიუხედავად, ის არ გამოდის ბინიდან, ემუქრება ბინის მეპატრონეებს, თუ ისინი მოვლენ ამ ბინაში, ყელს გამოჭრის და ა.შ. იყენებს თითქოს ამ პოლიტპატიმრის სტატუსს და ეუბნება: მე ვარ პოლიტპატიმარი, თქვენ რა უფლება გაქვთ და ა.შ. არის საფუძვკლიანი ვარაუდი, რომ მას ხელს აფარებენ და შეიძლება ითქვას “კრიშავენ” ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები. ასევე, პარლამენტის წევრები. კეთილი ინებოს ქალბატონმა ბესელიამ, რომელმაც უზრუნველყო ეს ადამიანი ჩაესვა პოლიტპატიმართა სიაში და წამლის გამყიდველი გამოეშვა ციხიდან, ასევე უზრუნველყოს კერძო საკუთრების უფლება და ქალბატონს მისცეს შესაძლებლობა, რომ ის თავისუფლად შევიდეს საკუთარ ბინაში და მას ხელს არ უშლიდეს ე.წ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსული კრიმინალი გურამ ჟორდანია”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

 

ავტორი: lela