მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

კანადელ ქალს სიზმარში ნანახმა ციფრების კომბინაციამ 4 მლნ.$ მოაგებინა – “გადავწყვიტე ეს ამბავი მიმევიწყებინა”…

14:48 01-05-2017
19

კანადელმა ქალბატონმა, რომელიც პროვინცია ახალ შოტლანდიიდან არის, ლატარეაში მოიგო 4 მილიონი დოლარი, ის გვარწმუნებს, რომ ციფრების კომბინაცია ჯერ კიდევ 1989 წელს ნახა სიზმარში.

გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ოლგა ბენომ ქალაქ ისტერნ პასეჯიდან მოიგო 5, 3 მილიონი კანადური დოლარი(3, 9 აშშ $).

აქამდე ოლგა 27 წლის განმავლობაში გამუდმებით ყიდულობდა ლატარიის ბილეთს და ავსებდა ერთი და იგივე ციფრებს, რომელიც ჯერ კიდევ 1989 წელს დაესიზმრა.

“ციფრები ზეპირად ვიცი, როდესაც ტელევიზორს ვუყურებდი მომეჩვენა, რომ ზუსტად ჩემი ციფრები ამოვიდა, მაგრამ ძალიან ცუდი მხედველობა მაქვს და გადავწყვიტე ეს ამბავი მიმევიწყებინა.”-აცხადებს ოლგა.

მეორე დღეს ბონო დას ესაუბრებოდა ტელეფონით თან გაზეთს ათვალიერებდა, ბოლო გვერდზე მან ამოიკითხა კარგად ნაცნობი ციფრები…

” მგონი ლატარეა მოვიგე”-უთხრა დას, რომელმაც იცოდა ოლგას გატაცების შესახებ.

“მაშინ გადმორეკე, როცა აღარ იცრუებ”-უპასუხა დამ.

10 წლის წინ ოლგას აღმოუჩინეს სიმსივნე, ავადმყოფობასთან ბრძოლის გამო მოუწია სახლის გაყიდვა, იმისთვის, რომ ქიმიოთერაპიის ხარჯები დაეფარა.

ოლგა მოგებული თანხით მკურნალობის გაგრძელების გარდა აპირებს იყიდოს საკუთარი სახლი და ნაქირავები ბინიდან გადავიდეს.

წყარო:  intermedia.ge

ავტორი: რუსა ღვანიძე