დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

თვითმკვლელობა ქობულეთში: “5 შვილის მამამ დამწვარ სახლში თავი ჩამოიხრჩო”

15:23 05-29-2017
61

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი 52 წლის ზაზა ართმელიძე გარდაცვლილი იპოვეს. სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ბრალდებით პასუხისგებაშიც იყო მიცემული. “ახალი ამბების” ინფორმაციით, ის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და 2 ათასი $ ბანკის ვალი ჰქონდა.

გირაოს სანაცვლოს დამწვარი სასტუმრო ბანკს გადასცეს. მეზობლები თვითმკვლელობის მოტივად ვალს ასახელებენ.

“3 წელიწადია ეს ოჯახი არის საშინელების, ტერორის ქვეშ. ეს ოჯახი არის დამწვარი. დამწვარი ოჯახი გუშინ სასმართლოში იყო და სახლი წაურთმევია ბანკს. ახალგაზრდა კაცმა, 5 შვილის მამამ ამ დამწვარ სახლში თავი ჩამოიხრჩო” – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.

 

ავტორი: თეონა აბესაძე